Quantcast
Channel: სამარხვო – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 1894 articles
Browse latest View live

კარტოფილის და სიმინდის სალათი

$
0
0

შემადგენლობა: 

  •  4  ც მოხარშული კარტოფილი
  • 1 ქილა დაკონსერვებული სიმინდი
  • 1 კონა ქინძი, მარილი,პილპილი
  • ზეთი

მომზადება:

კარტოფილი დავჭრათ სასურველ ზომებად, დავამატოთ სიმინდი, წვრილად დაჭრილი ქინძი,

მოვაყაროთ მარილი,პილპილი და შევაზავოთ ზეთით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

charxlis fotlis fxali ჭარხლის ფოთლის ფხალი

სიმინდი ბულგარული წიწაკით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 ქილა დაკონსერვებული სიმინდი
  • 2-2 წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა
  • 1 თავი ხახვი
  • მარილი,პილპილი
  • ზეთი

მომზადება:

სიმინდს  დავამატოთ წვრილად დაჭრილი წიწაკა, ხახვი,მოვაყაროთ მარილი,პილპილი

და შევაზავოთ ზეთით.

შეაფასეთ გვერდი



სოკოს ღვეზელები

$
0
0

შემადგენლობა:

ცომი:

  • პურის ფქვილი 1კგ
  • საფუარი (დროჟი) 6გრ.
  • შაქარი 2 ს/კ.
  • მარილი 1 ს/კ.
  • ზეთი 6 ს/კ.
  • თბილი წყალი 700მლ.

 

შიგთავსი:

  • ქამა სოკო 800–900 გრ.
  • სტაფილო 1ც.
  • ხახვი 1–2 თავი.
  • წიწაკა და მარილი გემოვნებით.

 

მომზადება:

საფუარი გავხსნათ წყალში, დავამატოთ მარილი, შაქარი, ფქვილი, ზეთი და მოვზილოთ რბილი ცომი. ჯამს წავუსვათ ცოტა ცხიმი, მოვათავსოთ მასზე ცომი, დავაფაროთ ტილო და შევდგათ ერთი დღით მაცივარში. მეორე დღეს ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან, მომზადებული შიგთავსით გავაკეთოთ პერაშკები და შევწვათ ზეთში.

 

შიგთავსის მომზადება:

სოკო, სტაფილო და ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთში, შემდეგ მოვაყაროთ წიწაკა, მარილი და კარგად ავურიოთ.

შეაფასეთ გვერდი



ბლინები ( სამარხვო)

$
0
0

შემადგენლობა:

  • თბილი წყალი 400 მლ.
  • შაქარი 1 ს/კ.
  • მარილი 1/3 ჩ/კ.
  • ზეთი 2 ს/კ.
  • ვაშლის ძმარი 1 ს/კ.
  • პურის ფქვილი 8 ს/კ.
  • სოდა 1/2 ჩ/კ.

მომზადება:

თბილ წყალს დავამატოთ შაქარი, მარილი, ზეთი, ვაშლის ძმარი და კარგად ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ ფქვილი, სოდა და კვლავ ავურიოთ. მომზადებული მასისგან ცხიმწასმულ ტაფაზე შევწვათ ბლინები. შემწვარი ბლინები გადავახვიოთ რულეტისებურად და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

rose-petal-jam ვარდის მურაბა

ვაშლის სალათა ( სამარხვო)

$
0
0

შემადგენლობა:

  •  3 ც მოხარშული კარტოფილი
  • 2 ც მოხარსული სტაფილო
  • 2 ც ვაშლი
  • პილპილი
  • 1 ც სამარხვო მაიონეზი

მომზადება:

არსებული ინგრედიენტები დავჭრათ პატარა ოთკუთხედებად, მოვაყაროთ პილპილი და

შევაზავოთ მაიონეზით.

ვაშლის სალათა ( სამარხვო) 5.00/5 (100.00%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

EnjoyYourCooking.com - photo სოკოს სალათა ბრინჯით

ბლინები ფორთოხლით ( სამარხვო)

$
0
0

შემადგენლობა:

  • პურის ფქვილი 2 ჭიქა
  • წყალი 1 ჭიქა
  • ზეთი 5 ს/კ.
  • 1ც. ფორთოხლის წვენი
  • 1ც. ფორთოხლის ცედრა (კანი)
  • შაქარი 3 ს/კ.

მომზადება:

ფქვილს დავამატოთ წყალი, ზეთი, ფორთოხლის წვენი, ფორთოხლის ცედა, შაქარი და კარგად ავურიოთ (ცომს უნდა ჰქონდეს თხელი არაჟნის კონსისტენცია). მომზადებული მასისგან შევწვათ ბლინები ზეთში.

შეაფასეთ გვერდი



შემწვარი კარტოფილი

$
0
0

შემადგენლობა:

კარტოფილი – 1კგ;
ზეთი – 4 ს/კ;
მარილი – 1 ჩ/კ;
წითელი წიწაკა – 0,5 ჩ/კ;
პილპილი – 0,5 ჩ/კ;
გამხმარი კამა – 1 ჩ/კ;

 

მომზადება:
კარგად გარეცხეთ კარტოფილი და კანის გაუცლელად დაჭერით სიბრტყეზე.
აურიეთ მარილი, ორივე წიწაკა და კამა ერთმანეთში და შეანელეთ კარტოფილი ამ სანელებით.
მოასხით ზეთი კარტოფილს ზემოდან და ხელით აურიეთ კარკად რომ ზეთი და სანელები განაწილდეს კარტოფილზე კარგად.
მოათავსეთ კარტოფილი 200 გრადუსზე გახურებულ აირღუმელში 30 წუთით.
მზა კარტოფილი სუფრაზე მიიტანეთ ნებისმიერი სოუსით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

mwvane lobio მწვანე ლობიო

სოკოს სალათა კარტოფილით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ქილა დაკონსერვებული სოკო
  • 4 ც მოხარშული კარტოფილი
  • 1 კონა კამა
  • მარილი,პილპილი
  • მაიონეზი ( მაიონეზი)

მომზადება:

კარტოფილი დავჭრათ პატარა ოთკუთხედებად, დავამატოთ წვრილად დაჭრილი სოკო,წვრილად

დაჭრილი კამა, მოვაყაროთ მარილი,პილპილი და შევაზავოთ  მაიონეზით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

brinjis salata stafiloti ბრინჯის სალათა სტაფილოთი

კომბოსტოს და სტაფილოს სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 პატარა თავი კომბოსტო
  • 3 ც გახეხილი სტაფილო
  • მარილი,პილპილი
  • 1 კონა კამა
  • მაიონეზი ( სამარხვო)

მომზადება:

კომბოსტო დავჭრათ წვრილად,დავამატოთ სტაფილო,წვრილად დაჭრილი კამა,მოვაყაროთ

მარილი,პილპილი და შევაზავოთ მაიონეზით.

კომბოსტოს და სტაფილოს სალათა 1.00/5 (20.00%) 1 vote



კარტოფილის სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 5 ც მოხარშული კარტოფილი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 კონა კამა
  • მარილი,პილპილი,უცხო სუნელი
  • მაიონეზი ( სამარხვო)

მომზადება:

კარტოფილი დავჭრათ სასურველ ნაჭრებად, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, კამა,

მოვაყაროთ მარილი,პილპილი,უცხო სუნელი და შევაზავოთ მაიონეზით.

კარტოფილის სალათი 5.00/5 (100.00%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

kombostos salata კომბოსტოს სალათა

სამარხვო კექსუნები

$
0
0

სამარხვო კექსუნების მომზადება საკმაოდ მარტვია, სცადეთ მისი მომზადება ჩვენი რეცეპტით! 

შემადგენლობა:

  • თბილი წყალი 250მლ.
  • თაფლი 2 ს/კ.
  • შაქარი 0,5 ჭიქა
  • მცენარეული ზეთი (სუნის გარეშე) 0,5 ჭიქა
  • პურის ფქვილი 1,5–2 ჭიქა
  • სოდა 1,5 ჩ/კ.
  • ცოტა მარილი
  • (ცომში სურვილისამებრ შეგვიძლია ავურიოთ ნებისმიერი ხილის ჩირი ან ნიგოზი).

მომზადება:

თბილ წყალს დავამატოთ თაფლი, შაქარი, მარილი, ზეთი და კარგად ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ გაცრილი ფქვილი, სოდა და ვურიოთ ხელის სათქვეფით ერთიანი მასის მიღებამდე (ცომი უნდა გამოვიდეს თხევადი, ალადების ცომზე შედარებით თხელი). მომზადებული ცომი ჩავსხათ სასურველ ფორმებში, დაახლოებით 2/3 სიმაღლეზე (კეკსი ცხობის პერიოდში კარგად ამოდის) და გამოვაცხოთ 200* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ ცოტა შევაგრილოთ და შემდეგ გადმოვიღოთ ფორმებიდან. სურვილისამებრ შეგვიძლია მოვაყაროთ შაქარის პუდრა.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

rice_pudding ბრინჯის პუდინგი ( ვიდეო)

სამარხვო სალათა

$
0
0

 გთავაზობთ ჩვენი გვერდის ერთ-ერთი მომხმარებლის სამარხვო სალათის რეცეპტს! 

შემადგენლობა:

1,5 ჭიქა ბრინჯი
1 თავი ხახვი
პატარა თავი ბროკოლი
1 წითელი,1 მწვანე ბულგარული
1 სტაფილო
1 შეკვრა კრაბის ჩხირი
1 პატ ქილა სიმინდი
პილპილი,მარილი

 

მომზადება:

მოვხარშოთ გრძელი ბრინჯი(წყალში ცოტა მარილი და ზეთი დავუმტოთ)და ცივ წყალში გავავლოთ საწურზე,ცალკე პატარებად დანაწევრებული ბროკოლი გავაჩეროთ 5 წუთი მდუღარე წყალში

1 თავი ხახვი მოვშუშოთ ზეთში ოდნავ,დავუმატოთ გაწურული ბროკოლი და დავბრაწოთ+წითელი &მწვანე დაჭრილი ბულგარული+წვრილ სახეხზე გახეხილი სტაფილო+კრაბის ჩხირები სასურველ ზომაზე დაჭრილი+სიმინდი და ვშუშოთ 3-4 წუთი,ბოლოს დავაყაროთ ბრინჯი,მარილი და პილპილი გემოვნებით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

qatmis salata brinjit ქათმის სალათა ბრინჯით

სტაფილოს კექსი ( სამარხვო)

$
0
0

მოამზადეთ სამარხვო  სტაფილოს კექსი ჩვენი რეცეპტით!

შემადგენლობა:

  • პურის ფქვილი 2 ჭიქა
  • გახეხილი სტაფილო 1 ჭიქა
  • მცენარეული ზეთი 1/3 ჭიქა
  • შაქარი 1 ჭიქა
  • სოდა 1 ჩ/კ.
  • ძმარი 1 ს/კ.
  • ცოტა მარილი.

მომზადება:

სტაფილოს დავამატოთ ზეთი, მარილი, შაქარი, სოდა ძმრით ათქვეფილი, ფქვილი, და კარგად ავურიოთ. მომზადებული მასა ჩავასხათ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 25–30 წუთის განმავლობაში.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

taflis orcxobila თაფლის ორცხობილა

სამარხვო ნამცხვარი კაკაოთი

$
0
0

ამ ნამცხვრის  რეცეპტი აუცილებლად დაგაინტერესებთ! მარტივად მოსამზადებელი 

სამარხვო ნამცხვარი!

შემადგენლობა:

  • ფქვილი  1.5 ჭიქა (ჭიქა=250მლ)
    კაკაო  4 ს.კ
    სოდა  1 ჩ.კ
    შაქარი  200 გ
    ზეთი  1/4 ჭიქა
    ლიმონის წვენი  1 ს.კ
    ხსნადი ყავა  1 ს.კ
    წყალი  200 გ
    ვანილი

მომზადება:

დიდ თასში გაცერით ფქვილი და კაკაო, დაამატეთ სოდა და მარილი. ცალკე ერთმანეთს შეურიეთ ზეთი და შაქარი, დაამატეთ წყალში გახსნილი ყავა და ლიმონის წვენი. მოურიეთ ,რომ შაქარი გადნეს, შემდეგ დაასხით ფქვილიან ნარევს.  კარგად შეურიეთ, რომ ერთგვაროვანი ცომი მიიღოთ.
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. ფორმას წაუსვით კარაქი, გადაიტანეთ ცომი და გამოაცხეთ 40-45 წუთი.
მზა ნამცხვარი ბოლომდე გააცივეთ. შეგიძლიათ წაუსვათ ნებისმიერი კრემი ან შოკოლადის მინანქარი ან უბრალოდ შაქრის პუდრა მოაყაროთ და ისე მიირთვათ.

შეაფასეთ გვერდი



ბადრიჯნის სალათა

$
0
0

გთავაზობთ ბარიჯნის ერთ-ერთი გემრიელი სალათის რეცეპტს! 

შემადგენლობა:

  •  6 ც ბადრიჯანი
  •  1 ც ლიმონი
  • ყავის ჭიქის ნახევარი ზეთი
  • 1 ს.კ ძმარი
  • 2 ც პამიდორი
  • 1 თავი ხახვი
  • 6 ც ტკბილი წიწაკა
  • 3 ც ზეთისხილი

მომზადება:

ბადრიჯანი გავთალოთ დავჭრათ კუბიკებად, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ ნახევარი

საათი. გავწუროთ ბადრიჯანი, მოვხრაკოთ სოკოსავით ტაფაში,გადავიტანოთ სასალათეში და

გავაციოთ. მოვასხათ ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, ძმარი და მოვაყაროთ მარილი.

გადავიტანოთ სალათა განიერ თეფშზე, ზემოდან დავალაგოთ მრგვლად დაჭრილი პამიდორი,

კუბიკებად დაჭრილი მწვანე წიწაკა და ზეთისხილის მარცვლები.

შეაფასეთ გვერდი




გოგრის სამარხვო სუპი

$
0
0

გთავაზობთ ჩვენი გვერდის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ მოწოდებულ უგემრიელეს რეცეპტს! 

შემადგენლობა:

  • ღუმელში გამომცხვარი(უკეთესია,შებოლილის გემო დაყვება) ან მოხარული გოგრა 4-5 საშუალო ნაჭერი
    სამარხვო მაიონეზი 1 ს.კ
    სამარხვო კარაქი 1 ს.კ
    დაფნის ფოთოლი
    პილპილი
    ხმელი რეჰანი
    უცხო სუნელი
    მარილი
    1 თავი ხახვი
    1 კბილი ნიორი

მომზადება:

გოგრა მოვათავსოთ ბლენდერში,დავუმატოთ მაიონეზი,უცხო სუნელი,ხმელი რეჰანი,პილპილი მომეტებით,მარილი და გავათხელოთ წყლით ისე რომ მივიღოთ ბლანტი მასა.
დაბალ ცეცხლზე მოვშუშოთ ხახვი, ნიორი დაფნის ფოთოლი ერთად და დავუმატოთ დაბლენდერებული მზა მასა,წამოვადუღოთ და გემრიელი კერძი მზადააა.სუფრასთან მიტანის წინ მოვაყაროთ გოგრის მოხალული თესლები.

შეაფასეთ გვერდი



სამარხვო კექსი

$
0
0

ვინაიდან ამ პერიოდისთვის ძალზედ მოთხოვნადი და მნიშვნელოვანია სამარხვოკერძების მომზადება,  გთავაზობთ სამარხვო კექსის რეცეპტს! 

შემადგენლობა:

  • 1/4 ჭიქა ზეთი
  • 1-1/2 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი
  • 1 ს.კ სოდა
  • 1/2 ჭიქა წყალი
  • 2 ს.კ ძმარი
  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 6 ს.კ კაკაო
  • 1 ს.კ ვანილი

მინანქრისთვის:

  • 1 ჭიქა შაქარი
  • 3 ს.კ კაკაო
  • 2 ს.კ ზეთი
  • 5 ს.კ ცხელი წყალი
  • 1 ს.კ კონიაკი

მომზადება:

ჯამში მოვათავსოთ ზეთი და შაქარი და ავურიოთ კარგად.შემდეგ დავამატოთ სოდა, ფორთოხლის წვენი,

განვაგრძოთ თქვეფა. წყალში შევურიოთ ძმარი და დავამატოთ ამ მასას, ვურიოთ დაახლოებით 2-3 წთ.

შემდეგ დავამატო ფქვილი,კაკაო და შაქარი, კარგად ავურიოთ. მიღებული მასა მოვათავსოთ სპეციალურ

საცხობ ფორმაში, შევდოთ ღუმელში 175 გრადუსზე 50-60 წთ-ის განმავლობაში. როცა გამოცხვება

მოვასხათ მინანქარი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნუში ან თხილი.

მინანქარის მომზადება:

არსებული ინგრედიენტები ავურიოთ ერთმანეთში კარგად, მანამ სანამ თხელ მასას არ მივიღებთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

alublis  gvezeli ალუბლის ღვეზელი

გოგრის მაფინები ( სამარხვო )

$
0
0

 ჩვენი გვერდის მომხმარებლები აქტიურად გვაწვდიან მათ მიერ მომზადებული სხვადასხვა

კერძის რეცეპტებს, აი ერთ-ერთი მათგანიც. მომაზადეთ უგერიელესი გოგრის მაფინები! 

შემადგენლობა:

  • 200-300 გრ გოგრგი ხილფაფა(გოგრა კუბიკებად დავჭრათ,მოვაყაროთ 6 სუფრის კოვზი შაქარი+ვანილი და მოვხარშოთ)
  • 12 ს.კ ზეთი
  • 12 ს.კ თბილი წყალი
  • 5 ს.კ შაქარი
  • 1 ს.კ ჰერკულესი
  • ვანილი
  • სოდა ძმრით
  • ფქვილი
  • მწიკვი მარილი

მომზადება:

გოგრის ხილფაფას შევურიოთ ზეთი,წყალი,ვანილი,ჰერკულესი და შაქარი,მოვურიოთ ,მივიღოთ ერთიანი მასა და დავუმატოთ სოდა ძმრით,1 წუთი ვურიოთ და შევურიოთ ფქვილი იმდენი რომ მივიღოთ არაჟანზე ცოტა სქელი მასა,მოვათავსოთ ცომი მაფინების საცხობ ფორმებში და ვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოვებით 30 წუთი .გაგრილებულს მოვაყაროთ თავზე შაქრის პუდრა.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

xachoiaji funtushebi ხაჭოიანი ფუნთუშები

კარტოფილი მჟავე კიტრით ( სამარხვო)

$
0
0

გთავაზობთ სამარხვო სალათის რეცეპტს! 

შემადგენლობა:

  •  5 ც მოხარშული კარტოფილი
  • 5 ც მჟვავე კიტრი
  • მარილი,პილპილი
  • 1 კონა ქინძი
  • მაიონეზი (  სამარხვო)

მომზადება:

კარტოფილი დავჭრათ სასურველ ნაჭრებად, დავამატოთ მრგვლად დაჭრილი მჟავე კიტრი,

წვრილად დაჭრილი ქინძი, მოვაყაროთ მარილი,პილპილი და შევაზავოთ მაიონეზით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

bostneulis salata ბოსტნეულის სალათა

კაკაოს სამარხვო ნამცხვარი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1-1/2 ჭიქა ფქვილი
  • 3/4 ჭიქა შაქარი
  • 1/4 ჭიქა კაკაო
  • 3/4 ს.კ სოდა
  • 5 ს.კ ზეთი
  • 1 ს.კ ძმარი
  • 1 ც ვანილი
  • 1 ჭიქა წყალი
  • შაქრის პუდრა

მომზადება:

ზეთი და შაქარი ავურიოთ ერთამენთში, დავამატოთ ფქვილი, ვანილი,კარგად ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ

სოდა და ძმარი ერთად, კაკაო და წყალი, კარგად ავურიოთ. მიღებული მასა მოვათავოთ საცხობ ფირფიტაზე,

შევდოთ ღუმელში 180 გრადუსზე 30 წთ . როცა გამოცხვება მოაყარეთ შაქრის პუდრა.

კაკაოს სამარხვო ნამცხვარი 4.00/5 (80.00%) 2 votes



წაიკითხეთ სხვაც

jolos tarti ჟოლოს ტარტი
Viewing all 1894 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>