სუფრაზე ბაჟე შეგიძლიათ მიიტანოთ მჭადთან, ღომთან ან ელარჯთან ერთად.
შემადგენლობა:
- 500 გრ თეთრი ნიგოზი
- 10 გრ ნიორი
- უცხო სუნელი,ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი
- მარილი-გემოვნებით
მომზადება:
ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და ხელით ზილეთ, რომ ზეთი გამოადინოთ. ზეთი
გადაიტანეთ ცალკე ჭურჭელში. ნიორი, სუნელები და მარილი დანაყეთ და შეურიეთ ნიგოზს.
დაასხით გადადუღებული და გაგრილებული წყალი იმ ოდენობით, რომ ფაფისებული მასა
მიიღოთ. ბაჟე ჩაასხით ღრმა ჭურჭელში და ზემოდან მოასხით თავისივე ზეთი.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
სოკოს სუპი |