შემადგენლობა:
- 1 თავი კომბოსტო
- 2 ცალი ბროწეული
- 1 ჭიქა გატარებული ნიგოზი
- 4 კბილი ნიორი
- 1 ჩ.კ უცხო სუნელი
- 1 ჩ.კ ხმელი ქინძი
- 1/2 კოვზი მიხაკ-დარიჩინი
- 1 ჩ.კ ყვითელი ყვავილი
- 3 სუფრის კოვზი ძმარი
- 2-2 ძირი ქინძი და კამა
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
დიდთავიან კომბოსტოს ფოთლები მოწალეთ, მოაჭერით მაგარი ნაწილები, დააწყვეთ სინზე და დაადეთ მძიმე საგანი, წვენი რომ გაუვიდეს.
მოამზადეთ საკაზმი, დანაყილი ნიგოზი, ნიორი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, წიწაკა, მიხაკ-დარიჩინი, ზაფრანა, ძმარი, ბროწეულის კაკლები, წვრილად დაჭრილი ქინძი და კამა, მარილი. ეს ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში, წაუსვით კომბოსტოს ფოთლებს სათითაოდ და თითოეული ფოთოლი გადაახვიეთ რულეტის ფორმით.
სუფრაზე მიტანისას დაჭერით, დაალაგეთ სალათის ფურცლებით გაფორმებულ თექშზე და გადაასხით ნიგვზის ზეთი.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ჩეხური სალათა |