მარტივი და გემრიელი სამარხვო ღვეზელის რეცეპტი..!
შემადგენლობა:
ცომი:
- 2 ჭიქა პურის ფქვილი
- 1ჩ.კ გამაფხვიერებელი
- 2/3 ჭიქა შაქარი
- 120 გრ სამარხვო მარგარინი
შიგთავსი:
ნებისმიერი მურაბა გემოვნებით.
მომზადება:
ფქვილი გავცრათ, დავამტოთ გამაფხვიერებელი, შაქარი, დარბილებული მარგარინი და კარგად ავურიოთ (ცომი გამოდის ფხვიერი, ნამცეცებივით). მომზადებული ცომის 2/3 მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაზე, თითებით კარგად დავტკეპნოთ, მოვათავსოთ მასზე შიგთავსი, გავანაწილოთ მთლიან ზედაპირზე, მოვაყაროთ დარჩენილი ცომი და გამოვაცხოთ 200* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ვაშლი ლიქიორით |