შემადგენლობა:
- 500 გრ პრასა
- 1 ჩ.ჭ ნიგოზი
- 1/2 ჩ.კ ქინძის თესლი
- 1 ჩ.კ იმერული ზაფრანა
- 1/2 ჩ.კ ხმელი სუნელი
- ღვინის ძმარი ან ბროწეულის წვენი
- მარილი-გემოვნებით
მომზადება:
პრასა მოვხარშოთ და შემდეგ გადავწუროთ. გაწურული პრასა მოვათავსოთ ხის ფიცარზე და დავჭრათ წვრილად.
ნიგოზი, წიწაკა და მარილი კარგად დავნაყოთ, შემდეგ დავუამტოთ დანაყილი იმერული ზაფრანა, ქინძის
თესლი, ხმელი სუნელი, ავურიოთ და გავხსნათ ღვინის ძმრით ან ბროწეულის წვენით. მიღებულ მასაში
ავურიოთ გამზადებული პრასა, მოვათავსოთ თეფშზე ან ლანგარზე და ზემოდან მოვაყაროთ ბროწეულის
მარცვალი ან წვრილად დაჭრილი ქინძი.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ბრინჯი მაიონეზის სოუსით |