შემადგენლობა:
- 4 ც საშუალო ზომის ვაშლი
- 1 ს.კ შაქარი
- 1/2 ჩ.კ სოდა
- 1 ჩ.კ ლიმონის წვენი ან ძმარი
- 1 ჩ.კ დარიჩინი
- პურის ფქვილი-რასაც შეიზელს
- მარილი,ვანილი-გემოვნებით
მომზადება:
გათლილი ვაშლი გავხეხოთ, დავამატოთ შაქრის ფხვნილი, ვანილი,დარიჩინი, სოდა-ლიმონის წვენით ან ძმრით.
ბოლოს დავამატოთ ფქვილი,რასაც შეიზელს.
მცენარეული ზეთი წამოვადუღოთ. სადილის კოვზით ავიღოთ ცომი და მოვათავსოთ ზეთიან ტაფაზე.
გამოვაცხოთ ორივე მხრიდან და მოვაყაროთ შაქრის პუდრი.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
კოლიო ნიგვზით |