შემადგენლობა:
- 1 კგ ბულგარული მწვანე წიწაკა
- 500 გრ ბრინჯი
- 2 ც სტაფილო
- 1ს.კ ტომატი
- 2 თავი ხახვი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება:
ბულგარული წიწაკა შიგთავსისგან გავასუფთავოთ. ცალკე მოვამზადოთ ნახევრად მოხარშული ბრინჯი და ხახვთან და სტაფილოსთან ერთად ზეთში მოვხრაკოთ. დავუმატოთ წყალში გახსნილი ტომატი ან გახეხილი პამიდორი. შემდეგ დავუმატოთ მწვანილები, შევაზაოთ მარილითა და პილპილით. გამზადებული მასით ამოვავსოთ ბულგარული წიწაკები. წვაბში მოვათავსოთ, რომელსაც ცოტაოდენ ზეთს მოვასხამთ და მომზადებამდე ვხარშოთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
კუჭმაჭი ნიგვზით |