Quantcast
Channel: სამარხვო – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 1894 articles
Browse latest View live

სოკოს სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 ქილა დაკონსერვებული სოკო
  • მარილი,პილპილი,უცხო სუნელი
  • 1 კონა კამა
  • მაიონეზი ( სამარხვო)

მომზადება:

სოკო დავჭრათ , დავამატოთ მარილი,პილპილი,უცხო სუნელი,წვრილად დაჭრილი კამა და

ბოლოს მოვასხათ მაიონეზი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

enis salata qama sokoti ენის სალათა ქამა სოკოთი

კომბოსტოს სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 თავი წითელი კომბოსტო
  • 3 ც სტაფილო
  • მარილი,პილპილი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • მაიონეზი

მომზადება:

კომბოსტო დავჭრათ წვრილად, დავამატოთ გახეხილი სტაფილო,წვრილად დაჭრილი მწვანე

ხახვი, მოვაყაროთ მარილი,პილპილი და შევაზავოთ მაიონეზით.

კომბოსტოს სალათი 5.00/5 (100.00%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

მწვანე სალათა კვერცხით მწვანე სალათა

კარტოფილის სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  5 ც მოხარშული კარტოფილი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • მარილი,პილპილი
  • ზეთი

მომზადება:

კარტოფილი დავჭრათ, დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, მოვაყაროთ მარილი,

პილპილი და ბოლოს მოვასხათ ზეთი.

კარტოფილის სალათი 5.00/5 (100.00%) 2 votes



ჭარხლის სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 3 ც მოხარშული ჭარხალი
  • ნახევარი თავი წითელი კომბოსტო
  • მარილი,პილპილი
  • მაიონეზი

მომზადება:

ჭარხალი გავხეხოთ, დავამატოთ წვრილად დაჭრილი კომბოსტო,მოვაყაროთ მარილი,პილპილი

და შევაზავოტ მაიონეზით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

mwvane pomidvris mwnili მწვანე პომიდვრის მწნილი

კარტოფილის სალათა ზეთისხილით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4 ც მოხარშული კარტოფილი
  • 10 ც კურკა გამოცლილი ზეთისხილი
  • მარილი,პილპილი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • მაიონეზი ( სამარხვო)

მომზადება:

მოხარშული კარტოდილი დავჭრათ სასურველ ზომებად. დავამატოთ შუაზე გაჭრილი ზეთისხილი,

მოვაყაროთ მარილი,პილპილი, წრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და შევაზავოთ მაიონეზით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

salata-torti სალათა ტორტი

ჭარხლის სალათა სტაფილოთი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 3 ც სტაფილო
  • 3 ც ჭარხალი
  • 50 გრ ქიშმიში
  • 50 გრ ნიგოზი
  • ზეთი

მომზადება:

გავხეხოთ სტაფილო და ჭარხალი,დავამატოთ ქიშმიში,წვრილად დაჭრილი ნიგოზი და ბოლოს

მოვასხათ ზეთი,კარგად ავურიოთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

zutxii ზუთხის სალათა

წითელი კომბოტოს სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 პატარა თავი წითელი კომბოსტო
  • 2 ც სტაფილო
  • 2 კბილი ნიორი
  • მარილი,პილპილი
  • ძმარი

მომზადება:

კომბოსტო დავჭრათ წვრილად,დავამატოთ გახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ნიორი,

მოვაყაროთ მარილი,პილპილი და შევაზავოთ ძმრით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

radish salad ბოლოკის სალათა

ფელამუში

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ლ ბადაგი
  • 1 ჭ შაქარი
  • 200-250 გ დიმინდის ფქვილი
  • 1 ს.კ პურის ფქვილი
  • ნიგოზი მოსართავად

მომზადება:

მოამზადეთ საჭირო ინგრედიენტები: ბადაგი, ნიგოზი,ფქვილი და შაქარი. სიმინდის ფქვილი თასში ჩაყარეთ. ფქვილს დაასხით ბადაგი. ფქვილი ნელ-ნელა გახსენით ბადაგში. საჭიროებისამებრ დაუმატეთ კიდევ ცოტა ბადაგი. ბადაგი ქვაბში ჩაასხით და გაზქურაზე დადგით. დაუმატეთ ბადაგში გახსნილი ფქვილი და გამუდმებით ურიეთ. როცა ადუღდება, დაუწიეთ ცეცხლს. როცა ფლამუში ნუშტუკებს გაიკეთებს და კარად შესქელდება,დააყარეთ შაქარი. ამის სემდეგ ცეცხლზე კიდევ რამდენიმე წუთი გააჩერეთ. ფელამუში თეფშებზე ამოიღეთ და ნიგვზის ლებნებით მორთეთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

kombostos salataa კომბოსტოს სალათა

კომბოსტოს სალათა ნიგვზით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 თავი წითელი კომბოსტო
  • 1 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი
  • მარილი,პილპილი
  • ზეთი

მომზადება:

კომბოსტო დავჭრათ წვრილად, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი,მოვაყაროთ მარილი,

პილპილი და შევაზავოთ ზეთით გემოვნებით.

შეაფასეთ გვერდი



ბოსტნეულის სალათა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 150 გრ მოხარშული თეთრი ლობიო
  • 1 ქილა ბარდა
  • 2 ც სტაფილო
  • 2 ც წითელი ბულგარული წიწაკა
  • მარილი,პილპილი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • ზეთი

მომზადება:

ლობიოს დავამატოთ ბარდა,დავამატოთ დაჭრილი სტაფილო,წიწაკა, მწვანე ხახვი,მოვაყაროთ

მარილი,პილპილი და შევაზავოთ ზეთით. კარგად ავურიოთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

admin-ajax (1) ხორცის სალათა

კომბოსტოს სალათა ძმრით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 თავი კომბოსტო
  • მარილი,პილპილი,უცხო სუნელი
  • ძმარი-გემოვნებით

მომზადება:

კომბოსტო დავჭრათ წვრილად, მოვაყაროთ მარილი,პილპილი,უცხო სუნელი და შევაზავოთ

ძმრით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

kombostos maionezit კომბოსტო მაიონეზით

ღვეზელი სოკოთი

$
0
0

შემადგენლობა: 

  •  ცომი
  •  1 კგ სოკო
  • 200 გრ ბრინჯი
  • 100 გრ ხახვი
  • 200 გრ ზეთი

მომზადება:

მოვზილოთ ცომი ( იხილეთ აქ : ).  მოხარშული სოკო წვრილად დავჭრათ. მოვშუშოთ ზეთში წვრილად დაჭრილ

ხახვთან ერთად. ავურიოთ შიგ მოხარშული ბრინჯი და მარილი.

ცომი გავაბრტყელოთ, ჩავდოთ შიგ სოკოს გულსართი, შემოვუკეცოთ გვერდები, გავაბრტყელოთ, და შევდოთ

ღუმელში გამოსაცხობად.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

kartofilis salati xaxvit კარტოფილის სალათი ხახვით

სოკო მჟავე კიტრით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 ქილა დაკონსერვებული სოკო
  • 4-5 ც მჟავე კიტრი
  • მარილი,პილპილი
  • მაიონეზი ( სამარხვო)

მომზადება:

სოკო გადავუროთ, დავჭრათ სასურველ ზომებად, დავამატოთ ოთკუთხედებად დაჭრილი მჟავე

კიტრი, მოვაყაროთ მარილი,პილპილი და შევაზავოთ მაიონეზით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

xilis salati ხილის სალათი

ღვეზელი ლობიოთი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 300 გრ ლობიო
  •  1 თავი ხახვი
  • 2 ს.კ ზეთი
  • მარილი, პილპილი-გემოვნებით
  • 500 გრ საფუვრიანი ცომი

მომზადება:

ლობიოს დავასხათ წყალი და დავტოვოთ 4-5 საათი. გამოვუცვალოთ წყალი და მოვხარშოთ ნელ ცეცხლზე. მოხარშულ ლობიოს გადავაწუროთ წყალი, დავამატოთ მარილი, პილპილი და ზეთში მოხრაკული ხახვი. ყველაფერი კარგად ჩავზილოთ. ცომი გავყოთ რამდენიმე საშუალო ნაწილად, თითოეულში ჩავდოთ ლობიოს გულსართი, მოვახვიოთ, გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ.

შეაფასეთ გვერდი



კარტოფილის სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4 ც მოხარშული კარტოფილი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • მარილი,პილპილი,წითელი წიწაკა
  • ზეთი

მომზადება:

კარტოფილი დავჭრათ სასურველ ნაჭრებად, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი,

პილპილი,წიწაკა და შევაზავოთ ზეთით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

mwvane lobio nigvzit მწვანე ლობიო ნიგვზით

კარტოფილი ისპანახით

$
0
0

შემადგენლობა:

  • კარტოფილი 4ც.
  • პომიდორი 2ც.
  • ისპანახი 1 კონა
  • ხახვი 1 თავი
  • ნიორი 2 კბილი
  • მდოგვი (გარციცა) 0,5 ჩ/კ.
  • ქინძი 0,5 ჩ/კ.
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

ისპანახს დავსხათ მარილიანი წყალი (ცივი) და გავაჩეროთ 20 წუთი, შემდეგ გავატაროთ ხორსაკეპმანქანაში. კარტოფილი გავასუფთავოდ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და შევწვათ ზეში, შემდეგ დავამატოთ ქინძი, მდოგვი, ზეთში შემწვარი ხახვი, წვრილად დაჭრილი ნიორი, გატარებული ისპანახი, კარგად ავურიოთ და ვთუშოთ კიდევ 2 წუთი, შემდეგ დავამატოთ მსხვილად დაჭრილი პომიდორი, მოვაყაროთ მარილი და ვთუშოთ მომზადებამდე.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

EnjoyYourCooking.com - photo ბრინჯის კატლეტი

სოკოს და კარტოფილის ღვეზელი ( სამარხვო)

$
0
0

შემადგენლობა:

ცომი:

  • პურის ფქვილი 3 ჭიქა
  • საფუარი (დროჟი) 1 ჩ/კ.
  • კარტოფილის ნახარში 1 ჭიქა
  • მცენარეული ზეთი 1 ს/კ.
  • შაქარი 1 ჩ/კ.

 

შიგთავსი:

  • კარტოფილი 300გრ.
  • ქამა სოკო 300გრ.
  • ხახვი 2–3 თავი
  • წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადება:

კარტოფილის ნახარშს დავამატოთ ზეთი, შაქარი, საფუარი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცომს გადავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილას 30–40 წუთით. შემდეგ მომზადებული ცომი დავყოთ პატარა ნაწილებად, გავაბრტყელოთ, თითოეულში მოვათავსოთ მომზადებული შიგთავსი, მივცეთ პერაშკის ფორმა და შევწვათ ღრმა ტაფაზე დიდი რაოდენობის ადუღებულ ზეთში.

 

შიგთავსის მომზადება:

კარტოფილი გავთალოთ და მოვხარშოთ წყალში (კარტოფილის ნახარში შევინახოთ ცომისთვის), შემდეგ გავაკეთოთ პიურე, დავამატოთ წვრილად დაჭრილი და ზეთში მოთუშული სოკო და ხახვი, მოვაყაროთ წიწაკა, მარილი და კარგად ავურიოთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

92be56a19cb348519ae034ffc98cccf8 ცხელი სალათა

კარტოფილის ორცხობილა

$
0
0

შემადგენლობა:

  • კარტოფილი 5ც.
  • ხახვი 2–3 თავი
  • ნიორი 2–3 კბილი
  • პურის ფქვილი რასაც შეიზელს (დაახლოებით 1–1/2 ჭიქა)
  • მარილი გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად.

მომზადება:

კარტოფილი მოვხარშოთ და გავაკეთოთ პიურე, დავამატოთ ფქვილი, მარილი და მოვზილოთ რბილი ცომი. მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ და დავჭრათ სასურველი ფორმის ნაჭრებად, დავაწყოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ აირღუმელში. გამოცხობის შემდეგ მოვაყაროთ ზეთში შემწვარი ხახვი (შემწვარ ხახვს წინასწარ შევურიოთ ნიორი და მარილი).

კარტოფილის ორცხობილა 5.00/5 (100.00%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

Soko Boloniurad სოკო ბოლონიურად

სამარხვო ნამცხვარი ჯემით

$
0
0

შემადგენლობა:

  • პურის ფქვილი 3 ჭიქა
  • შაქარი 1 ჭიქა
  • ზეთი 3 ს/კ.
  • სოდა 1 ჩ/კ.
  • ძმარი 1 ს/კ.
  • თბილი წყალი 1 ჭიქა
  • ვანილი გემოვნებით
  • ნებისმიერი ხილის ჯემი 1 ჭიქა.

მომზადება:

პურის ფქვილს დავამატოთ შაქარი, ზეთი, სოდა ძმრით ათქვეფილი,თბილი წყალი, ვანილი და კარგად ავურიოთ ხის კოვზით, შემდეგმომზადებული ცომი დავასხათ პერგამენდაფარებულ, ცხიმწასმულგამოსაცხობ ფორმაზე, შემდეგ ცომზე კოვზით ერთმანეთისგანდაცილებით დავასხათ ჯემი, შევდგათ 180–200* ტემპერატურაზეგაცხელებულ აირღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 20–25 წუთისგანმავლობაში. გამოცხობის შემდეგ მოვაყაროთ შაქრის პუდრა ან ქოქოსის ფანტელები.

სამარხვო ნამცხვარი ჯემით 1.00/5 (20.00%) 1 vote



ორცხობილები ნიგვზით ( სამარხვო)

$
0
0

შემადგენლობა:

  • მარგარინი (სამარხვო) 70გრ.
  • შაქარი 3–4 ს/კ.
  • ნახევარი ვაშლი
  • ნიგოზი (გატარებული) 0,5 ჭიქა
  • პურის ფქვილი დაახლოებით 1 ჭიქა

მომზადება:

მარგარინი გავადნოთ, დავამატოთ შაქარი, კანგაცლილი გახეხილი ვაშლი, გატარებული ნიგოზი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი (ცომი უნდა გამოვიდეს ცხიმიანი ისეთი, რომ ხელს არ ეკვროდეს). მომზადებული ცომისგან გავაკეთოთ პატარა ბურთები, მოვათავსოთ ცხიმსწასმულ ფორმაზე და გამოვაცხოთ 180 ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 20–25 წუთის განმავლობაში.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

gogris keqsi გოგრის კექსი
Viewing all 1894 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>