Quantcast
Channel: სამარხვო – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 1894 articles
Browse latest View live

კომბოსტოს რულეტი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 თავი კომბოსტო
  • 2 ცალი ბროწეული
  • 1 ჭიქა გატარებული ნიგოზი
  • 4 კბილი ნიორი
  • 1 ჩ.კ უცხო სუნელი
  • 1 ჩ.კ ხმელი ქინძი
  • 1/2 კოვზი მიხაკ-დარიჩინი
  • 1 ჩ.კ ყვითელი ყვავილი
  • 3 სუფრის კოვზი ძმარი
  • 2-2 ძირი ქინძი და კამა
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

დიდთავიან კომბოსტოს ფოთლები მოწალეთ, მოაჭერით მაგარი ნაწილები, დააწყვეთ სინზე და დაადეთ მძიმე საგანი, წვენი რომ გაუვიდეს.

მოამზადეთ საკაზმი, დანაყილი ნიგოზი, ნიორი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, წიწაკა, მიხაკ-დარიჩინი, ზაფრანა, ძმარი, ბროწეულის კაკლები, წვრილად დაჭრილი ქინძი და კამა, მარილი. ეს ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში, წაუსვით კომბოსტოს ფოთლებს სათითაოდ და თითოეული ფოთოლი გადაახვიეთ რულეტის ფორმით.

სუფრაზე მიტანისას დაჭერით, დაალაგეთ სალათის ფურცლებით გაფორმებულ თექშზე და გადაასხით ნიგვზის ზეთი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

chexuri salata ჩეხური სალათა

კარტოფილის სალათა

$
0
0

სამარხვო სალათის მარტივი რეცეპტი! 

შემადგენლობა:

  •  5 ც მოხარშული კარტოფილი
  • 3 ც მოხარშული სტაფილო
  • 1 ქილა ბარდა
  •  1 კონა კამა
  • მარილი,პილპილი
  • მაიონეზი ( სამარხვო)

მომზადება:

კარტოფილი და სტაფილო დაჭერით მომცრო ნაჭრებად, დაუმატეთ ბარდა, წვრილად დაჭრილი

კამა, მოაყარეთ მარილი,პილპილი და შეაზავეთ მაიონეზით.

კარტოფილის სალათა 1.00/5 (20.00%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

CI-0103Classic Deviled Eggs შეკაზმული კვერცხი ( ვიდეო)

ოლივიე

$
0
0

გთვაზობთ სამარხვო ოლივიეს რეცეპტს! 

შემადგენლობა:

  •  4 ც მოხარშული კარტოფილი
  • 3 ც მოხარშული სტაფილო
  • 1 ქილა ბარდა
  • მარილი,პილპილი
  • 1 კონა კამა
  • მაიონეზი ( სამარხვო)

მომზადება:

კარტოფილი და სტაფილო დავჭრათ პატარა ნაჭრებად, დავუმატოთ ბარდა,წვრილად

დაჭრილი კამა,მოვაყაროთ მარილი,პილპილი და შევაზავოთ მაიონეზით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

kartofilsi salatra dzexvit კარტოფილის სალათა ძეხვით

კომბოსტოს სალათა

$
0
0

გთავაზობთ კომბოსტოს სამარხვო სალათის რეცეპტს!

შემადგენლობა:

  •  1 თავი კომბოსტო
  • 1 სტაფილო
  • 5 ღერი მწვანე ხახვი
  • თითო კონა ოხრახუში და კამა
  • მარილი და პილპილი
  • 1 ს.კ ლიმონის წვენი
  • 2 ს.კ ზეითუნის ზეთი
  • 2 ს.კ გოგრის თესლი
  • 1 ბროწეული
  • 1 კბილი ნიორი

მომზადება:

კომბოსტო დავჭრათ მაქსიმალურად თხელ, მოგრძო ნაჭრებად. სტაფილო გავხეხოთ.

ბროწეული გავარჩიოთ. შევურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ დაჭრილი ნიორი, მწვანილი, გოგრის თესლი,

მარილი,პილპილი, ზეთი და ლიმონის წვენი. ყველაფერი კარგად ავურიოთ და სალათა მზადაა

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

Kuchmachi Nigvzit კუჭმაჭი ნიგვზით

სოკო საფანელში

$
0
0

სამარხვო რეცეპტი,რომელიც ძალიან მოგეწონებათ! 

შემადგენლობა:

  • ქამა სოკო 0,5 კგ
    ზეთი 3 ს/კ
    კარაქი სამარხვო 3ს/კ
    ნივრის ფხვნილი 0.5 ჩ/კ
    საფანელი 5 ს/კ
    ლიმონის წვენი 2ს/კ
    ძირა 2 ს/კ
    მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:

გავასუფთაოთ სოკო კანისგან,ან გავწმინდოთ სველი ჩვრით. ცხელ ტაფაზე დავასხათ 3 ს/კ ზეთი და სოკოები ჩავალაგოთ ქუდებით ქვემოთ. დაბალ ცეცხლზე დავარბილოთ 3 წთ მანძლზე და ამოვალაგოთ.

ცალკე, დავარბილოთ კარაქი და დავუმატოთ ძირა, ნივრის ფხვნილი (ან დაჭყლეტილი ნიორი 2 კბ), ლიმონის წვენი და მარილი და პილპილი გემოვნებით. გავთქვიფოთ კოვზით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სოკოები გარშემო გადავლესოთ ამ მასით,ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ თავდახურულ ტაფაში 5-6 წთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ispanaxis wvniani ისპანახის წვნიანი

სამარხვო სალათი

$
0
0

ეს სალათი ყველას ძალიან გვიყვარს… იხილეთ რეცეპტი!

შემადგენლობა:

  • 5 ც მოხარშული კარტოფილი
  • 4 ც მოხარშული სტაფილო
  • 1 ქილა ბარდა
  • 1 კონა კამა
  • მარილი,პილპილი
  • სამარხვო მაიონეზი

მომზადება:

კარტოფილი და სტაფილო დაჭერით პატარა კუბიკებად, დაუმატეთ ბარდა, მოაყარეთ წვრილად

დაჭრილი კამა, მარილი,პილპილი და შეაზავეთ მაიონეზით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

karotfilis salata კარტოფილის სალათი

კიტრის და პომიდვრის სალათი

$
0
0

მარტივად მოსამზადებელი გემრიელი სალათის რეცეპტი! 

შემადენლობა:

  • 3 ც დაჭრილი პომიდორი
  • 3 ც დაჭრილი კიტრი
  • 1 თავი ხახვი
  • მარილი,პილპილი
  • 1 კონა ქინძი
  • ზეთი და ძმარი

მომზადება:

ჯამში მოათავსეთ კიტრი, პომიდორი, წვრილად დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ქინძი,

მოაყარეთ მარილი,პილპილი და შეაზავეთ ზეთით და ძმრით გემოვნებით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

smindis salata სიმინდის სალათა

კომბოსტოს ღვეზელი

$
0
0

სამარხვო ღვეზელების რეცეპტი, რომელიც ძალიან გემრიელია! 

შემადგენლობა:

  • 1 კგ მჟავე კომბოსტოს მწნილი
  • 2-3 თავი ხახვი
  • 1-1 კონა კამა სა ოხრახუში
  • 2-3 ჭიქა ფქვილი
  • შავი პილპილი და მარილი გემოვნებით
  • 1ჩ.კ საფუარი
  • ფქვილი რასაც შეიზელს

მომზადება:

მჟავე კომბოსტოს თეთრ მწნილს კარგად გავწურავთ და წვრილად დავჭრით. ხახვსაც წვრილად დავჭრით და ვთუშავთ, როცა უკვემ ოიხრაკება, კომბოსტოს დავუმატებთ. ისინი ერთად უნდა მოიშუშოს.მერე ცეცხლიდან ფადმოვდგამთ, მწვანილებს, მარილსა და პილპილს  შევურევთ და მასას გავაციებთ. ფქვილითმ წყლით და საფუარით ჩვეულებრივ ცომს გავაკეთებთ. გავაბრტყელებთ, დავჭრით პატარა ნაწილებად და ყველა ნაწილს მოგრძო ფორმას მივცემთ. შიგთავსს ჩავუდებთ, გვერდებს მოვუკრავთ და ტაფაზე დავდებთ. ღვეზელი ბევრ ზეთში ძალიან სწრაფად იწვება.

 

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

varenikebi კომბოსტოს ვარენიკები

დესერტი მარტივად ( სამარხვო)

$
0
0

სამარხვო დესერტის რეცეპტი ! 

 

შემადგენლობა:

  •  3 ც ბანანი
  • 1 ჭიქა გატარებული ნუში ან ნიგოზი
  • 2 ს.კ თაფლი
  • 1 ს.კ ვანილი

მომზადება:

ბანანი კარგად ჩავსრისოთ, დავამატოთ ნუში ან ნიგოზი, თაფლი,ვანილი და კარგად ავურიოთ.

მიღებული მასისგან გავაკეთოთ პატარა ბურთულები, შევდოთ მაცივარში დაახლოებით 2 საათი

და შემდეგ მიირთვით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

xilsi gvezeli ხილის ღვეზელი ( ვიდეო)

სოკოს ღვეზელი ( სამარხვო)

$
0
0

სოკოს ღვეზელების რეცეპტი … უგემრიელესია! 

შემადგენლობა:

ცომი:

  • პურის ფქვილი 3 ჭიქა
  • საფუარი (დროჟი) 1 ჩ/კ.
  • კარტოფილის ნახარში 1 ჭიქა
  • მცენარეული ზეთი 1 ს/კ.
  • შაქარი 1 ჩ/კ.

 

შიგთავსი:

  • კარტოფილი 300გრ.
  • ქამა სოკო 300გრ.
  • ხახვი 2–3 თავი
  • წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადება:

კარტოფილის ნახარშს დავამატოთ ზეთი, შაქარი, საფუარი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცომს გადავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილას 30–40 წუთით. შემდეგ მომზადებული ცომი დავყოთ პატარა ნაწილებად, გავაბრტყელოთ, თითოეულში მოვათავსოთ მომზადებული შიგთავსი, მივცეთ პერაშკის ფორმა და შევწვათ ღრმა ტაფაზე დიდი რაოდენობის ადუღებულ ზეთში.

 

შიგთავსის მომზადება:

კარტოფილი გავთალოთ და მოვხარშოთ წყალში (კარტოფილის ნახარში შევინახოთ ცომისთვის), შემდეგ გავაკეთოთ პიურე, დავამატოთ წვრილად დაჭრილი და ზეთში მოთუშული სოკო და ხახვი, მოვაყაროთ წიწაკა, მარილი და კარგად ავურიოთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

rafaelo bananait რაფაელო ბანანით

კარტოფილის ხინკალი

$
0
0

სამარხვო ხინკლის რეცეპტი კარტოფილით ! 

შემადგენლობა:

  • 1 კგ ფქვილი
  • 1 კგ კარტოფილი
  • 1 თავი ხახვი
  • მცენარეულ იცხიმი
  • პილპილი,მარილი

მომზადება:

გულსართი:

მოხარშეთ კარტოფილი, გაფცქვენით და გაატაეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ წვრილად დაჭრილი მოშუშული ხახვი,პილპილი,მარილი და აურიეთ.

ცომი:

ჯამში გააკეთეთ ფქვილის ჻ა, მოაყარეთ მარილი, ჩაასხით 0.4 ლიტრი ნელთბილი წყალი და მოზილეთ მაგარი ცომი.

გააბრტყელეთ ცომი თხელ ფენად, დაჭერით მრგვლად.ცომის ყოველ ნაჭერს დადეთ 1ჩ.კ კარტოფილის გულ;სართი და მოახვიეთ. მოზრდილი ქვაბით აადუღეთ წყალი, ჩაამატეთ მარილი და მდუღარეში ჩაყარეთ ხინკალი, ფრთხილად მოურიეთ ხის კოვზით, რომ არ მიიკრას. ადურეთ 5-7 წუთი და ამოიღეთ გაშლილ ლანაგაზე. სუფრაზე მიტანის წინ მოასხით გამდნარი მცენარეული ცხიმი.

შეაფასეთ გვერდი



ჩიფსები

$
0
0

მოამზადეთ ჩიფსები სახლის პირობებში მარტივად..! 

შემადგენლობა:

  •  1 კგ კარტოფილი
  • ზეთი
  • მარილი

მომზადება:

კარტოფილი გაფცქვენით, გარეცხეთ, დაჭერით წვრილ, თხელ ნაჭრებად და გააშრეთ. ქვაბში ჩაასხით იმდენი

ზეთი, რომ კარტოფილი  სულ დაიფაროს. ზეთი ძალიან გააცხელეთ, ჩაყარეთ კარტოფილი და 2 წუთი

ადუღეთ( ბევრს ნუ ჩაყრით თორემ ზეთი მალე გაცივდება). როგორც კი ჩიფსები მიიღებს ოქროსფერ-ყავისფერს,

ამოიღეთ და საწურზე დააწყეთ, გააცივეთ და 4-5 წუთით ისევ ჩაარუნეთ ცხელ ზეთში. შემდეგ ჩიფსები

ამოწურეთ, მოაყარეთ მარილი და მაშინვე მიტანეთ სუფრაზე.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

brinji bosteuli ბრინჯი ბოსტნეულით

სამარხვო ბისკვიტი

$
0
0

ამ ბისკვიტის მომზადება სკამაოდ მარტივია, შეგიძლიათ იგი გააფორმოთ შოკოლადის 

მინანქრით ან შაქრის პუდრით.

შემადგენლობა:

  • 1 1/2 ჭიქა ფქვილი
  • 1/3 ჭიქა კაკაო
  • 1 ს.კ სოდა
  • 2 ს.კ ძმარი
  • 1/ს ს.კ მარილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1/2 ჭიქა ზეთი
  • 1 ჭიქა წყალი ან უნალექო ყავა
  • 2 ს.კ ვანილი

მომზადება:

შაქარი და ზეთი ავთქვიფოთ ერთად, დავუმატოთ ყავა, ვანილი და განვაგრძოთ თქვეფა,

შემდეგ ფქვილი,კაკაო, მარილი და ბოლოს ერთმანეთში არეული სოდა და ძმარი. კარგად

ავურიოთ.მიღებული მასა მოვათავსოთ მრგვალ საცოხბო ფორმაში, შევდოთ ღუმელში 375

გრადუსზე 20-25 წთ.

შეაფასეთ გვერდი



გოგრის პიურე

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ც გოგრა

მომზადება:

გოგრა გავასუფთავოთ, შევდოთ ღუმელში 400 გრადუსზე, შემდეგ გამოვიღოთ, მოვაცილოთ კანი.

რბილობი მოვათავსოთ ბლენდერში და კარგად ავთქვიფოთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

taflis orcxobila samarxv სამარხვო ორცხობილა

მაკარონის სალათი

$
0
0

სამარხვო სალათის  რეცეპტი მაკარონით..! 

შემადგენლობა:

  • 150 გრ მოხარშული მაკარონი
  • 3 ც გახეხილი სტაფილო
  • 2 ც ბოლოკი
  • 2 ც კიტრი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • მარილი,პილპილი
  • სამარხვო მაიონეზი

მომზადება:

მაკარონს დაუმატეთ გახეხილი სტაფილო, მრგვლად დაჭრილი ბოლოკი, დაჭრილი კიტრი,

წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, მოაყარეთ მარილი,პილპილი და შეაზავეთ მაიონეზით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

8-13-07 218 სოკოს სალათა

სამარხვო ღვეზელი

$
0
0

უგემრიელესი სამარხვო ღვეზელის რეცეპტი სოკოთი..!

შემადგენლობა:

ცომი:

  • პურის ფქვილი 1კგ
  • საფუარი (დროჟი) 6გრ.
  • შაქარი 2 ს/კ.
  • მარილი 1 ს/კ.
  • ზეთი 6 ს/კ.
  • თბილი წყალი 700მლ.

 

შიგთავსი:

  • ქამა სოკო 800–900 გრ.
  • სტაფილო 1ც.
  • ხახვი 1–2 თავი.
  • წიწაკა და მარილი გემოვნებით.

მომზადება:

საფუარი გავხსნათ წყალში, დავამატოთ მარილი, შაქარი, ფქვილი, ზეთი და მოვზილოთ რბილი ცომი. ჯამს წავუსვათ ცოტა ცხიმი, მოვათავსოთ მასზე ცომი, დავაფაროთ ტილო და შევდგათ ერთი დღით მაცივარში. მეორე დღეს ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან, მომზადებული შიგთავსით გავაკეთოთ პერაშკები და შევწვათ ზეთში.

 

შიგთავსის მომზადება:

სოკო, სტაფილო და ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთში, შემდეგ მოვაყაროთ წიწაკა, მარილი და კარგად ავურიოთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

taflis orcxobila samarxv სამარხვო ორცხობილა

სამარხვო ფუნთუშა

$
0
0

უგემრიელესი სამარხვო ფუნთუშების რეცეპტი..!

შემადგენლობა:

  •  2 კგ ფქვილი
  • 5 ჭიქა წყალი
  • 2 ს.კ შაქარი
  • მარილი-გემოვნებით
  • 50 გრ საფუარი

მომზადება:

საფუარი გავხსნათ 1 ჭიქა თბილ წყალში, ჩავამატოთ შაქარი და კარგად მოვურიოთ. შევურიოთ სითხე ნახევარ

ფქვილს, მოვზილოთ ცომი და დავდგათ თბილ ადგილას 20-25 წუთი. ამოფუებული ცომი ჩავზილოთ, ჩავასხათ

დარჩენილი წყალი, მოვაყაროთ დარჩენილი ფქვილი და მარილი. დავდგათ ცომი 1საათი. ამ დროის

განმავლობაში ცომი 2-3 ჯერ კიდევ უნდა ჩავზილოთ. ამოსული ცომი გადავიტანოთ ჩვენთვის სასურველ

ზეთიან და ფქვილიან ფორმებში, ან გავაკეთოთ პატარა გუნდები, გავაჩეროთ სითბოში კიდევ 20-25 წუთი,

ზემოდან გადავუსვათ შაქრის სიროფი და გამოვაცხოთ ღუმელში 180-200 გრადუსზე

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ispanaxi dzmrit ისპანახი ძმრით

ტკბილი ფლავი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  200 გრ ბრინჯი
  • 100 გრ გაგრის ჩირი
  • 200 გრ ქიშმიში
  • 100 გრ შაქარი ან თაფლი
  • 150 გრ ზეთი
  • ვაშლი და კომში -სურვილისამებრ

მომზადება:

ბრინჯს დაასხით 3- ჯერ მეტი წყალი და მოხარშეთ. წყალს რომ შეიშრობს, გადმოდგით ცეცხლიდან.

გარეცხეთ გარგრის ჩირი, ქიშმიში და ჩაალბეთ თბილ წყალში.

მოხარშულ ბრინჯს დაუმატთ შაქარი ან თაფლი, გარგარის ჩირი, ქიშმიში, ვაშლი და კომში

სურვილისამებრ, დაასხით ზეთი, 200 მლ წყალი და კვლავ შედგით დაბალ ცეცხლზე.

გარგარის ჩირი და ქიშმიში რომ ჩარბილდება, ფლავი გადმოდგით ცეცხლიდან.

შეაფასეთ გვერდი



სამარხვო რულეტი

$
0
0

უგემრიელესი და მარტივად მოსამზადებელი სამარხვო რულეტი..! 

შემადგენლობა:

  • 1 ც ზეთიანი ცომი
  • 300 გრ ნიგოზი
  • 1 ჩ.ჭ შაქარი
  • თითო ჩ.კ მიხაკი და დარიჩინი

მომზადება: 

მოვზილოთ ცომი (იხილეთ აქ) ხორცაკეპ მანქანაში გავატაროთ ნიგოზი ( ან თხილი). დავამატოთ შაქარი,მიხაკი

და დარიჩინი. ავურიოთ ერთმანეთში და დავდოთ წინასწარ გაბრტყელებულ ცომზე. გადავახვიოთ,

გადავიტანოთ ზეთმოსმულ თუნუქის ფირფიტაზე და გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

brokolis wvniani ბროკოლის წვნიანი

სამარხვო ჩებურეკი

$
0
0

სამარხვო ჩებურეკის რეცეპტი სოკოს გულსართით..!

შემადგენლობა:

  • 500 გრ სოკო
  • 2 თავი ხახვი
  •  3-4 ღერი ქინძი
  • ნახევარი ლიტრი წყალი
  •  700 გრ ფქვილი
  • 7 ს.კ ზეთი
  • მარილი,პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

სოკო დავჭრათ საშუალო ზომაზე და მოვხრაკოთ ზეთში ხახვთნა ერთად. მოვაყაროთ მწვანილი, მარილი, პილპილი და გავაციოთ. მოვზილოთ საფუვრიანი ცომი, დავჭრათ პატარა ნაჭრებად, თითოეული გავაბრტყელოთ თხლად, ჩავდოთ სოკოს გულსართი, მოვუკრათ გვერდები და შევწვათ ზეთში.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

feradi salata სამარხვო სალათა
Viewing all 1894 articles
Browse latest View live