Quantcast
Channel: სამარხვო – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 1894 articles
Browse latest View live

ბრინჯი სალათა

$
0
0

ძალიან გემრიელი სამარხვო სალათა!

შემადგენლობა:

  •  150 გ მოხარშული ბრინჯი
  • 2 ც გახეხილი სტაფილო
  • 1 ქილა დაკონსერვებული სიმინდი
  • 1 ქილა დაკონსერვებული ბარდა
  • 1 კონა ქინძი
  • მარილი,პილპილი
  • ზეთი ან მაიონეზი

მომზადება:

ბრინჯს დავუმატოთ სტაფილო,სიმინდი,ბარდა, წვრილად დაჭრილი ქინძი, მოვაყაროთ

მარილი,პილპილი და შევაზავოთ ზეთით.

შეაფასეთ გვერდი




სამარხვო მაიონეზი

$
0
0

ვინც მარხვაზეა, ეს რეცეპტი აუცილებლად გამოგადგებათ!

შემადგენლობა:

  • 4 ს.კ ზეთი
  • 1 ს.კ შაქარი
  • 0.5 ჭიქა ფქვილი
  • 1. ჩ.კ მარილი
  • 1.5 ჭიქა ლიმონის წვენი
  • 1.5 ჭიქა წყალი
  • 2 ს.კ მდოგვი

მომზადება:

ფქვილი ჩაყარეთ წყალში, დადგით ნელ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ მანამ, სანამ არ შესქელდება. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ.
ათქვიფეთ ზეთი, დაუმატეთ ლიმონის წვენი, მდოგვი, მარილი შაქარი და კვლავ ათქვიფეთ. ეს ყველაფერი ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილიან მასას და თქვიფეთ მანამ, სანამ არ გახდება ერთგვაროვანი.

შეაფასეთ გვერდი



მაკარონის სალათა მჟავე კიტრით

$
0
0

ძალიან გემრიელი სამარხვო სალათის რეცეპტი! 

შემადგენლობა:

  • 150-200 გრ მოხარშული მაკარონი
  • 3 ც მჟავე კიტრი
  • 1 თავი ხახვი
  • მარილი,დაფქული წითელი წიწაკა
  • მაიონეზი( სამარხვო)
  • ნახევარი კონა მწვანე ხახვი

მომზადება:

მოხარშულ მაკარონს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მჟავე კიტრი,ხახვი,მწვანე ხახვი,მოვაყაროთ

მარილი,წიწაკა და შევაზავოთ მაიონეზით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

kombostos salati კომბოსტოს სალათი

”პიშკები”

$
0
0

ამ გემრიელი ფუნთუშის მომზადება საკმაოდ მარტივია!

შემადგენლობა:

• 1 ჭიქა წყალი.
• 1 ს.კ. შაქარი.
• 2 ჩ.კ. საფუარი.
• 1,5 ჭიქა ფქვილი.
• 1 მწიკვი მარილი.
• შაქრის ფხვნილი გემოვნებით

მომზადება:

აურიეთ შაქარი და საფუარი, თბილ წყალთან ერთად.

ცომის მოსაზილად, დაამატეთ ფქვილი და მარილი. ცომი თბილ ადგილას შეინახეთ 1-1,5 საათის განმავლობაში.

ღრმა ტაფაზე, გნებავთ ქვაბში ჩაასხით ზეთი, იმდენი რომ ცომი ცურავდეს.
ზეთი ძალიან უნდა გააცხელოთ.

ცომი კოვზით ამოიღეთ და ჩააგდეთ ზეთში, ასე ის სხვადახვა ფორმის გამოვა. გადმოიღეთ, როცა ოქროსფერი გახდება. დაალაგეთ ცოტახნით ქაღალდზე, რომ ცხიმმა გაიწოვოს.

ბოლოს მოაყარეთ შაქრის პუდრა.

შეაფასეთ გვერდი



ბრინჯის სალათა

$
0
0

გემრიელი ბრინჯის სალათა ბოსტნეულით, რომელიც დიეტის დროსაც შეგიძლიათ მოამზადოთ!

შემადგენლობა:

  •  150 გრ მოხარშული ბრინჯი
  • 1 ქიალ დაკოსნერვებული ბარდა
  • 2 ც დაჭრილი სტაფილო
  • 2 ც წითელი ბუგლარული წიწაკა ( დაჭრილი)
  • 1 კონა ოხრახუში
  • მარილი,პილპილი
  • ზეთი ან ლიმონის წვენი

მომზადება:

ბრინჯს დავუმატოთ ბარდა, სტაფილო,წიწაკა, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მოვაყაროთ მარილი,

პილპილი და შევაზავოთ გემოვნებით ზეთით ან ლიმონის წვენით.

ბრინჯის სალათა 5.00/5 (100.00%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

kirakazhi-lobio- კირკაჟი ლობიო

კარტოფილის სალათა

$
0
0

მოამზადეთ კარტოფილის სალათა მცირე ინგრედინეტებით მარტივად! 

შემადგენლობა:

  •  6 ც მოხარშული კარტოფილი
  • 2 თავი ხახვი
  • 1კონა მწვანე ხახვი
  • მარილი,პილპილი
  • მაიონეზი ( სამარხვო)

მომზადება:

კარტოფილი დავჭრათ პატარა ნაჭრებად,დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ორიცე სახეობის

ხახვი,მოვაყაროთ მარილი,პილპილი და შევაზავოთ მაიონეზით.

კარტოფილის სალათა 4.50/5 (90.00%) 2 votes



წაიკითხეთ სხვაც

qatmis salata ქათმის სალათა

ჩიფსები

$
0
0

ჩიფსების მომზადება საკმაოდ მარტივია.! 

შემადგენლობა:

  • 1 კგ კარტოფილი
  • ზეთი
  • მარილი

მომზადება:

კარტოფილის კარგად გავრეცხოთ და დავჭრათ თხელ მრგვალ ნაჭრებად.  გავამშრალოთ.

ქვაბში მოვათავსოთ ნახევრამდე ზეთი, შევდგათ ცეცხლზე, გავაჩეროთ 5 წუთი,შემდეგ კი შევწვათ ჩიფსები.

როდესაც ყველა ჩიფსი შეიწვება, მოვაყაროთ  მარილი.

ჩიფსები 3.25/5 (65.00%) 4 votes



წაიკითხეთ სხვაც

Kartopili Espanurad კარტოფილი ესპანურად

ბისკვიტი კაკაოთი ( სამარხვო)

$
0
0

ამ ბისკვიტის მომზადება სკამაოდ მარტივია, შეგიძლიათ იგი გააფორმოთ შოკოლადის 

მინანქრით ან შაქრის პუდრით.

შემადგენლობა:

  • 1 1/2 ჭიქა ფქვილი
  • 1/3 ჭიქა კაკაო
  • 1 ს.კ სოდა
  • 2 ს.კ ძმარი
  • 1/ს ს.კ მარილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1/2 ჭიქა ზეთი
  • 1 ჭიქა წყალი ან უნალექო ყავა
  • 2 ს.კ ვანილი

მომზადება:

შაქარი და ზეთი ავთქვიფოთ ერთად, დავუმატოთ ყავა, ვანილი და განვაგრძოთ თქვეფა,

შემდეგ ფქვილი,კაკაო, მარილი და ბოლოს ერთმანეთში არეული სოდა და ძმარი. კარგად

ავურიოთ.მიღებული მასა მოვათავსოთ მრგვალ საცოხბო ფორმაში, შევდოთ ღუმელში 375

გრადუსზე 20-25 წთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ნუშის ნამცხვარი! ნუშის გალეტები

ბანანის ბურთულები

$
0
0

ბანანის ეს დესერტი ძალიან სასარგებლო და გემრიელერია, რაც მთავარია მისი მომზადება მარტივია!

შემადგენლობა:

  •  3 ც ბანანი
  • 1 ჭიქა გატარებული ნუში ან ნიგოზი
  • 2 ს.კ თაფლი
  • 1 ს.კ ვანილი

მომზადება:

ბანანი კარგად ჩავსრისოთ, დავამატოთ ნუში ან ნიგოზი, თაფლი,ვანილი და კარგად ავურიოთ.

მიღებული მასისგან გავაკეთოთ პატარა ბურთულები, შევდოთ მაცივარში დაახლოებით 2 საათი

და შემდეგ მიირთვით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

shokoladis burtebi შოკოლადის ბურთები ( ვიდეო)

ბრინჯის სალათა

$
0
0

სამარხვო სალათის რეცეპტი ჩვენგან!

  •  100 გრ მოხარშული ბრინჯი
  • 100 გრ მოხარშული წითელი ლობიო
  • 1 ქილა სიმინდი
  • 1 ც კიტრი
  • 1 ც წითელი ბულგარული წიწაკა
  • მარილი
  • ზეთი

მომზადება:

ბრინჯს დაუმატეთ ლობიო, სიმინდი,დაჭრილი კიტრი, წიწაკა, მოაყარეთ მარილი და შეაზავეთ

ზეტით გემოვნებით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

სალათა "ოჯახური" სალათა "ოჯახური"

სამარხვო სალათა

$
0
0

ეს სალათი ნამდვილად გემრიელია, თან მარტივი მოსამზადებელი!

შემადგენლობა:

  • 100 გრ მოხარშული ბრინჯი
  • 100 გრ მოხარშული ლობიო
  • 1 ქილა სიმინდი
  • 1 ც წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა
  • მარილი,პილპილი
  • ზეთი

მომზადება:

ბრინჯს დავუმატოთ ლობიო, სიმინდი,წვრილად დაჭრილი წიწაკა, მოვაყაროთ მარილი,

პილპილი და შევაზავოთ ზეთით ან ლიმონის წვენით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

salata kitrit სალათა კიტრით

სამარხვო სალათა მაკარონით

$
0
0

ძალიან გემრიელი სალათის რეცეპტი!

შემადგენლობა:

  •  150 გრ მოხარშული მაკარონი
  • მარილი
  • 1  ც გახეხილი სტაფილო
  • ნახევარი კონა მწვანე ხახვი
  • მაიონეზი

მომზადება:

მაკარონს  დაუმატეთ სტაფილო,წვრილად დაჭრილი ხახვი, მოაყარეთ მარილი და შეაზავეთ

მაიონეზით.

შეაფასეთ გვერდი



ტკბილი ფლავი

$
0
0

ყველასთვის საყვარელი ტკბილი ფლავის რეცეპტი!

შემადგენლობა:

  •  200 გრ ბრინჯი
  • 100 გრ გაგრის ჩირი
  • 200 გრ ქიშმიში
  • 100 გრ შაქარი ან თაფლი
  • 150 გრ ზეთი
  • ვაშლი და კომში -სურვილისამებრ

მომზადება:

ბრინჯს დაასხით 3- ჯერ მეტი წყალი და მოხარშეთ. წყალს რომ შეიშრობს, გადმოდგით ცეცხლიდან.

გარეცხეთ გარგრის ჩირი, ქიშმიში და ჩაალბეთ თბილ წყალში.

მოხარშულ ბრინჯს დაუმატთ შაქარი ან თაფლი, გარგარის ჩირი, ქიშმიში, ვაშლი და კომში

სურვილისამებრ, დაასხით ზეთი, 200 მლ წყალი და კვლავ შედგით დაბალ ცეცხლზე.

გარგარის ჩირი და ქიშმიში რომ ჩარბილდება, ფლავი გადმოდგით ცეცხლიდან.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

kombostos mwnili კომბოსტოს მწნილი

თათარა

$
0
0

 შემადგენლობა:

  •  6 ლ ყურძნის წვენი
  • 600-700 გრ ფქვილი

მომზადება:

ახლად დაწურული ყურძნის წვენი ადუღეთ განახევრებამდე (მიიღებთ ბადაგს). გააგრილეთ და

გადაწურეთ. პურის ფქვილი გახსენით მცირეოდენ ბადაგში, დანარჩენი წვენი დადგით

ასადუღებლად.სანამ ადუღდება, დაუმატეთ წვენში გახსნილი ფქვილიანი მასა და განუწყვეტლივ

ურიეთ. თათარა ადუღეთ მანამ,სანამ არ შესქელდება და ფქვილის სუნს არ დაკარგავს. ცეცხლიდან

გადმოდგმამდე მუდმივად ურიეთ ხის კოვზით,რომ არ მიიწვას.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

chevureki stafiloti ჩებურეკი სტაფილოთი

ბაჟე

$
0
0

სუფრაზე ბაჟე შეგიძლიათ მიიტანოთ მჭადთან, ღომთან ან ელარჯთან ერთად.

შემადგენლობა:

  • 500 გრ თეთრი ნიგოზი
  • 10 გრ  ნიორი
  • უცხო სუნელი,ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება:

ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და ხელით ზილეთ, რომ ზეთი გამოადინოთ. ზეთი

გადაიტანეთ ცალკე ჭურჭელში. ნიორი, სუნელები და მარილი დანაყეთ და შეურიეთ ნიგოზს.

დაასხით გადადუღებული და გაგრილებული წყალი იმ ოდენობით, რომ ფაფისებული მასა

მიიღოთ. ბაჟე ჩაასხით ღრმა ჭურჭელში და ზემოდან მოასხით თავისივე ზეთი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

sokos supi სოკოს სუპი

მჭადი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  500 გრ მჭადის ფქვილი
  • 20 მლ ზეთი
  • 200 მლ წყალი

მომზადება:

მჭადის ფქვილს დაასხით ზეთი,წყალი და მოზილეთ საშუალო სიმაგრის ცომი. მიღებული მასა

დაყავით პატარა გუნდებად, მიეცით სასურველი ფორმა და გამოაცხვეთ ღუმელში 220 გრადუს

ტემპერატურაზე ან ზეტიან ტაფაში საშუალო ცეცხლზე.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

tkbili flavi ტკბილი ფლავი

ისპანახი ნიგვზით

$
0
0

სუფრაზე მიტანის წინ სალათს შეგიძლიათ მისცეთ თქვენთვის სასურველი ფორმა და გააფორმოთ მწვანილითა და ბროწეულის მარცვლებით.

 

შემადგენლობა:

  •  2 კგ ისპანახი
  • 500 გრ ნიგოზი
  • 1 თავი ნიორი
  • 200 გრ ქინძი
  • 1 ჩ.კ უცხო სუნელი
  • 1 ჩ.კ ხმელი ქინძი
  • 1/2 ჩ.კ დაღერღილი წიწაკა
  • მარილი
  • ძმარი-სურვილისამებრ
  • 1 ც ბროწეული

მომზადება:

ისპანახის ფოთლებს მოაჭერით ბოლოები და კარგად გარეცხეთ. აადუღეთ ქვაბით წყალი

და გარეცხილი ისპანახის ფოთლები მოთუთქეთ ადუღებულ წყალში. მოთუთქული ისპანახის

ფოთლები გააგრილეთ, კარგად გაწურეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ნიგოზთან,ნიორთან

და ცოცხალ ქინძთან ერთად. მიღებულ მასას მოაყარეთ უცხო სუნელი,ხმელი ქინძი,დაღერღილი

წიწაკა, მარილი,სურვილისამებრ მოასხით ძმარი და კარგად შეურიეთ ერთმანეთს.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

charxlis salata ჭარხლის სალათა

სოკოს სალათა

$
0
0

სამარხვო სალათის რეცეპტი,რომლის მომზადებაც საკმაოდ ადვილია!

 

შემადგენლობა:

  •  2 ქილა დაკონსერვებული სოკო
  • 3 ც კიტრი
  • 1 კონა კამა
  • მარილი,პილპილი
  • მაიონეზი ( სამარხვო)

მომზადება:

სოკო დაჭერით წვრილად, დაუმატეთ პატარა ნაჭრებად დაჭტრილი კიტრი, წვრილად დაჭრილი

კამა, მოაყარეთ მარილი,პილპილი და შეაზავეთ მაიონეზით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

qatmis_file_safanelsi ქათამი საფანელით

ბადრიჯანი ნიგვზით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ ბადრიჯანი
  • 250 გრ ნიგოზი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ჩ.კ უცხო სუნელი
  • 1 ჩ.კ ხმელი ქინძი
  • 1 ჩ.კ წითელი წიწაკა
  • 1ჩ.კ ყვითელი ყვავილი
  • 3 ს.კ თეთრი ღვინის ძმარი
  • 3-4 ს.კ წყალი
  • ზეთი
  • მარილი
  • მწვანილი და ბროწეულის მარცვლები

მომზადება:

ნიგოზი და ნიორიერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მოათავსეთ ჯამში და ჩაუმატეთ სუნელები, მარილი, ძმარი და წყალი. ნიგვზიანი საკმაზის მისაღებად, შეურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთს.

გარეცხილი ბადრიჯანი დაჭერით სიგრძეზე, თითოეული 4-5 ცალ ბრტყელ ნაჭრად. მოასხით ზეთი ტაფას და შეწვით ისინი ორივე მხრიდან, საშუალო ცეცხლზე.

დაალაგეთ შემწვარი ბადრიჯნები სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცზე, რათა დაიწრიტოს. თითოეულ ნაჭერს თანაბრად წაუსვით ნიგვზიანი მასა და გადაკეცეთ შუაზე. გადაუსვით დარჩენილი ნიგვზის მასა ბადრიჯნებს ზემოდან.

დაალაგეთ თეფშზე და სურვილისამებრ გააფორმეთ მწვანილითა თუ ბროწეულის მარცვლებით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

kombostossalatafeatured-460x345 სალათა '' ბოცვერი ''

კარტოფილის სალათა

$
0
0

უგემრიელესი კარტოფილის სალათა მჟავე კიტრით! 

შემადგენლობა:

  • 4 ც მოხარშული კარტოფილი
  • 3 ც მჟავე კიტრი
  • მარილი,პილპილი
  • მაიონეზი ( სამარხვო)

მომზადება:

კარტოფილი და მჟავე კიტრი დავჭრათ სასურველ ნაჭრებად,მოვაყაროთ მარილი,პილპილი

და შევაზავოთ მაიონეზით

შეაფასეთ გვერდი



Viewing all 1894 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>