შემადგენლობა:
- 500 გრ გრძელი ბრინჯი
- 300 გრ მცენარეული ცხიმი
- 2 ლავაში
- 100 გრ გაგრის ჩირი
- 150 გრ ქლიავის ჩირი
- 200 გრ ქიშმიში
- მარილი
მომზადება:
ბრინჯი ჩაყარეთ მარილწყალში.20 წუთის შემდეგ გადაწურეთ. აადუღეთ წყალი, ჩაამატეთ მარილი გემოვენბით და ბრინჯი. ადუღეთ 5-7 წუთი ( ბრინჯს ხარშვა უნდა აკლდეს), გადაწურეთ, გადაავლეთ ცივი წყალი და ბრინჯი აფანტეთ საწურით. მცირე ზომის ქვაბში გააცხელეთ 100 გრ მცენარეული ცხიმი, ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ნახევარი ლავაში და შებრაწეთ. დანარჩენ ნახევარს წაუსვით ცხიმი, ჩააფინეთ ქვაბის ზირში, მოაყარეთ ვრინჯის ერთი ფენა, შემდეგ შებრაწული ლავაშის ნაჭრები, ასე ფენა–ფენა მოათავსეთ ბრინჯჯი და ლავაშის ნაჭრები.
ქვაბს დაახურეთ ხუფი და დადგით ნელ ცეცხლზე. დროდადრო მოხადეთ ხუფი, გაამშრალეთ და ისევ დაახურეთ. 150 გრ ცხიმი გააცხელეთ, ჩაყარეთ გარგრისა და ქლიავის დაჭრილი ჩირი, ქიშმიში და წამოადუღეთ ( თუ გინდათ, რომ კერძს მეტი სიტკბო ჰქონდეს, ჩირებს ხარშვის დროს ჩაამატეთ შაქარი).
ბრინჯს სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ ჩირი და მოასხით მისი ნახარში.
გაფორმება:
სომხური ლავაში შეგიძლიათ გამოიყენოთ გასაფორმებლად. დაჭერით, მიეცით საასურველი ფორმა, დაამაგრეთ კულინარიულ ჩხირზე ან ჩანგალზე, ჩაუშვით მდუღარე ზეთში 1-2 წუთი.