შემადგენლობა:
- 4 ს.კ თაფლი
- 3 ჩ.ჭ ფქვილი
- 1 ჩ.კ სოდა
- 4 ს.კ ზეთი
- 1 ჩ.ჭ წყალი
- 1ჩ.ჭ შაქარი
- 1 ჩ.ჭ კაკაო
კრემისთვის:
- 300 გრ სამარხვო კარაქი
- 2 ჩ.ჭ წყალი
- 2ს.კ ფქვილი
- 1 ჩ.ჭ შაქარი
მინანქრისთვის:
- 6 ჩ.კ კაკაო
- 1 ჭ შაქარი
- 50 გრ კარაქი
- 3ს.კ წყალი
- ვანილი გემოვნებით
მომზადება:
წყალი,შაქარი და თაფლი წამოვადუღოთ და გავაციოთ. დავუმატოთ ზეთი,სოდა ძმრით , ვანილი, ფქვილი,კაკაო
და კარგად ავურიოთ . ცომი გავყოთ 3 ნაწილად. გაზქურის ტაფაზე დავაფაროთ პერგამენტის ქაღალდი ,
წავუსვათ ზეთი და ცალკ-ცალკე გამოვაცხოთ დაბალ ტემპერატურაზე.
კრემი:
წყალში გავხსნათ ფქვილი და მოვხარშოთ ფაფა. კარგად ავთქვფიოთ სამარხვო კარაქი, დავუმატოთ კარაქისა და
შაქრის ნარევი. შევურიოთ გაგრილებულ ფაფას, დავუმატოთ ვანილი და წავუსვათ ფენებს.
მინანქარი:
კაკაო,შაქარი,კარაქი და წყალი ერთად წამოვადუღოთ, გავაციოთ და მოვასხათ ნამცხვარს.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ვაშლის ღვეზელი |