შემადგენლობა:
- 500 გრ კომბოსტო
- 3/4 ჩ.ჭ ნიგოზი
- 1 კბილი ნიორი
- 2 ძირი ქინძი
- თითო ჩ.კ ხმელი სუნელები
- ძმარი, წიწაკა და მარილი-გემოვნებით
მომზადება:
გასუფთავებული, გარეცხილი,ოთხად გაჭრილი კომბოსტო მოვხარშოთ მარილწყალში. გადავიტანოთ თუშფალანგში.
როდესაც შეგრილდება, გავწუროთ ხელით და დავკეპოთ. ნიგოზი, ნიორი,ქინძი, წიწაკა, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი,
ყვითელი ყვავილი და მარილი ერთად დავნაყოთ, გავხსნათ ღვინის ან ვაშლის ძმარში და ავურიოთ გამზადებულ
კომბოსტოში. ზემოდან მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ნამცხვარი ბეზეთი |