შემადგენლობა:
- 0.5 კგ ხახვი
- 1 ჩ.ჭ ნიგოზი
- 1 ც ბროწეული
- 2-3 კბილი ნიორი
- 3-3 ძირი მწვანილი
- ძმარი, მწვანილი,ზაფრანა,წიწაკა,მარილი-გემოვნებით
მომზადება:
ხახვი გავასუფთავოთ, დავალაგოთ ტაფაზე და შევდგათ ცხელ აირღუმელში.როდესაც ხახვი შეწითლდება და დარბილდება, გამოვიღოთ,დავჭრათ რგოლებად და დავალაგოთ ლანგარზე.
წმინდად დავნაყოთ ნიგოზი,ნიორი,ყვითელი ყვავილი,სუნელი.გავხსნათ ძმარში,დავამატოთ წმინდად დაჭრილი მწვანილი-ქინძი,კამა,პიტნა,მარილი,ბროწეულის მარცვლები და ისე ვურიოთ.ყველაფერის ეს მოვასხათ დაჭრილ ხახვს,ზემოდან მოვაყაროთ წმინდად დაჭრილი კამა და ბროწეულის მარცვლები.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
კრაბის სალათი სიმინდით |