Quantcast
Channel: სამარხვო – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 1894 articles
Browse latest View live

ბრინჯის სალათა ბულგარული წიწაკით (სამარხვო)

$
0
0

მარტივად მოსამზადებელი სამარხვო სალათის რეცეპტი! 

შემადგენლობა:

  • 150 გრ მოხარშული ბრინჯი
  • თითო-თითო მწვანე და წითელი ბულგარული წიწაკა
  • მარილი,პილპილი
  • 1 კონა ქინძი
  • ზეთი

მომზადება:

ბრინჯს დავუმატოთ პატარა ოთკუთხედება დაჭრილი წიწაკა, წვრილად დაჭრილი ქინძი,

მოვაყაროთ მარილი,პილპილი და შევაზავოთ ზეთით.

შეაფასეთ გვერდი




სოკოს ღვეზელი ( სამარხვო)

$
0
0

თქვენს საახალწლო სუფრას სოკოს სამარხვო ღვეზელი ნამდვილად დაამშვენებს! 

შემადგენლობა: 

  •  ცომი
  •  1 კგ სოკო
  • 200 გრ ბრინჯი
  • 100 გრ ხახვი
  • 200 გრ ზეთი

მომზადება:

მოვზილოთ ცომი ( იხილეთ აქ : ).  მოხარშული სოკო წვრილად დავჭრათ. მოვშუშოთ ზეთში წვრილად დაჭრილ

ხახვთან ერთად. ავურიოთ შიგ მოხარშული ბრინჯი და მარილი.

ცომი გავაბრტყელოთ, ჩავდოთ შიგ სოკოს გულსართი, შემოვუკეცოთ გვერდები, გავაბრტყელოთ, და შევდოთ

ღუმელში გამოსაცხობად.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

kartfoilsi pudingi კარტოფილის პუდინგი

შემწვარი კარტოფილი

$
0
0

გთავაზობთ კარტოფილის შეწვის ერთ-ერთ რეცეპტს,რომელიც ძალიან გემრიელია! 

შემადგენლობა:

  • 5 ც კარტოფილი
  • 3 ს.კ ზეთი
  • მარილი,პილპილი
  • როზმარინი

მომზადება:

კარტოფილი გავრეცხოთ კანიანად კარგად, დავჭრათ წვრილად, მოვაყაროთ მარილი,პილპილი

და დავასხათ ზეთი, ეს მასა მოვათავსოთ საცხობ ფირფიტაზე, შევდოთ ღუმელში 180 გრადუსზე

15-20 წთ. როდესაც გამოცხვება მოვაყაროთ  როზმარინი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

dzexvi brawula ძეხვის ბრაწულა

სიმინდის სალათა ბულგარული წიწაკით (სამარხვო)

$
0
0

მარტივად მოსამზადებელი სამარხვო სალათის რეცეპტი! 

შემადგენლობა:

  • 1 ქილა დაკონსერვებული სიმინდი
  • ნახევარი კონა მწვანე ხახვი
  • 1 ც წითელი ბულგარული წიწაკა
  • მარილი,პილპილი
  • ზეთი

მომზადება:

სიმინდს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, წიწაკა,მოვაყაროთ მარილი,პილპილი

და შევაზავოთ ზეთით. ასე მომზადებული სალათი ნამდვილად გემრიელია.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

stafilos da yvelis salata სტაფილოს და ყველის სალათა

სოკოს სალათა ძმრით

$
0
0

გთავაზობთ სამარხვო სალათის რეცეპტს! 

შემადგენლობა:

  •  2 ქილა დაკოსნერვებული სოკო
  • 1 კონა ქინძი
  • მარილი,პილპილი
  • ძმარი
  • 1  თავი ხახვი

მომზადება:

სოკოს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი, მოვაყაროთ მარილი,პილპილი, წვრილად დაჭრილი ხახვი  და შევაზავოთ

ძმრით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

salata kitrita da bolokitgt სალათი კიტრით და ბოლოკით

სამარხვო ვინეგრეტი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 5 ც მოხარშული კარტოფილი
  • 5 ც მოხარშული სტაფილო
  • 1 ქილა ბარდა
  • 3 ც კიტრი ( შეგიძლიათ მჟავე კიტრიც გამოიყენოთ )
  • 1 კონა კამა
  • მარილი,პილპილი
  • მაიონეზი ( სამარხვო)

მომზადება:

კარტოფილი,სტაფილო,კიტრი დავჭრათ პატარაო ოთკუთხედებად, დავამატოთ ბარდა, წვრილად

დაჭრილი კამა. მოვაყაროთ მარილი,პილპილი და შევაზავოთ მაიონეზით.

შეაფასეთ გვერდი



სოკოს სალათა ( სამარხვო)

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ქილა დაკონსერვებული სოკო
  • 1 ქილა დაკონსერვებული სიმინდი
  • 2 ც წითელი ბულგარული წიწაკა
  • მარილი,პილპილი
  • მაიონეზი (   სამარხვო)

მომზადება:

სოკო დავჭრათ,დავამატოთ სიმინდი, წვრილად დაჭრილი წიწაკა, მოვაყაროთ მარილი,პილპილი

და შევაზავოთ მაიონეზით.

სოკოს სალათა ( სამარხვო) 3.00/5 (60.00%) 3 votes



წაიკითხეთ სხვაც

charxali dzmrit ჭარხალი ძმრით

სოკოს სალათა სტაფილოთი ( სამარხვო)

$
0
0

მარტივად მოსამზადებელი სალათის რეცეპტი, რომელიც საახალწლო სუფრას ნამდვილად

დაგიმშვენებთ.

შემადგენლობა:

  •  1 ქილა დაკონსერვებული სოკო
  • 3 ც მოხარსული სტაფილო
  • 1 ქილა ბარდა
  • მარილი,პილპილი
  • მაიონეზი ( სამარხვო)

მომზადება:

სოკო დავჭრათ წვრილად, დავამატოთ პატარა ოთკუთხედებად დაჭრილი სტაფილო,ბარდა,

მოვაყაროთ მარილი,პილპილი და შევაზავოთ მაიონეზით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

EnjoyYourCooking.com - photo სოკოს სალათა ბრინჯით

კომბოსტო ძმრით

$
0
0

შემადგენლობა:

  • ნახევარი თავი კომბოსტო
  • 2 ც სტაფილო
  • მარილი,პილპილი
  • ზეთი,ძმარი

 

მომზადება:

კომბოსტო დავჭრათ წვრილად, დავამატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო, მოვაყაროთ მარილი,

პილპილი და შევაზავოთ ზეთით და ძმრით გემოვნებით.

შეაფასეთ გვერდი



შინდის და ვაშლის სოუსი ( ვიდეო)

$
0
0

შინდის და ვაშლის სოუსის ვიდეო რეცეპტი.

შემადგენლობა:

  •  1 კგ შინდი
  • 2 ც დაჭრილი ვაშლი
  • 1-1/4 ჭიქა შაქარი
  • 1 ც ფორთოხლის წვენი და ცედრა
  • 1/4  შინდის წვენი
  • 1 ჭიქა წყალი

მომზადება:

ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და გავაჩეროთ 15 წთ, თან

განუწყვეტლივ ვურიოთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

charxlis salata ჭარხლის სალათა ბროწეულით

სტაფილოს სალათა

$
0
0

მარტივად მოსამზადებელი სამარხვო სალათი.

  •  5 ც გახეხილი სტაფილო
  • 150 გრ მოხარშული ლობიო
  • მარილი,პილპილი
  • მაიონეზი ( სამარხვო)

მომზადება:

გახეხილი სტაფილოს დავუმატოთ მოხარშული ლობიოს მარცვლები, მოვაყაროთ მარილი,პილპილი

და შევაზავოთ მაიონეზით.

სტაფილოს სალათა 5.00/5 (100.00%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

nigvziani stafiloou ნიგვზიანი სტაფილო

ლობიოს სალათა

$
0
0

სამარხვო სალათის რეცეპტი! 

შემადგენლობა:

  •  100 გრ მოხარშული წითელი ლობიო
  • 100 გრ მოხარშული თეთრი ლობიო
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • მარილი,პილპილი
  • ზეთი,ძმარი

მომზადება:

ორივე სახის ლობიო ავურიოთ ერთმანეთში კარგად, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე

ხახვი,მარილი,პილპილი და შევაზავოთ ზეთით და ძმრით გემოვნებით.

ლობიოს სალათა 4.00/5 (80.00%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

DSC04833 სალათა "პალმა"

კარტოფილის სალათა

$
0
0

სამარხვო სალათის რეცეპტი ჩვენგან! 

შემადგენლობა:

  •  5 ც მოხარშული კარტოფილი
  • 2 ც გახეხილი სტაფილო
  • 1 კონა კამა
  • მარილი,პილპილი
  • ზეთი

მომზადება:

კარტოფილი დავჭრათ მომცრო ნაჭრებად, დავამატოთ სტაფილო,წვრილად დაჭრილი კამა,

მოვაყაროთ მარილი,პილპილი და შევაზავოთ ზეთით გემოვნებით.

კარტოფილის სალათა 5.00/5 (100.00%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

charxlis mwnili ჭარხლის მწნილი

სამარხვო ვაფლი

$
0
0

გთავაზობთ სამარხვო ვაფლის რეცეპტს! 

შემადგენლობა:

  • 360გრ ფქვილი
  • 2 ჩ.კ საფუარი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 ჩ.კ დარიჩინი
  • 1/2 ჩ.კ მარილი
  • 80 მლ ფორთოხლის წვენი
  • 75 მლ ზეითუნის ზეთი
  • 1,5 ჩ.კ შაქრიანი ვანილი

მომზადება:

ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, საფუარი, შაქარი, დარიჩინი, მარილი და კარგად მოურიეთ. ცალკე ჯამში ჩაასხით 1/2 ფორთოხლისგან გამოწურული წვენი, დაახლოებით 75 – 80 მლ და დაამატეთ ზეთი.ფქვილის ჯამის ცენტრში გააკეთეთ ღრმული და ჩაასხით ფორთოხლის და ზეთის ნარევი და კარგად მოურიეთ. თანდათან დაამატეთ წყალი (სულ დაახლოებით 400 – 420 მლ) და კარგად მოურიეთ ხელის სათქვეფით, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება.გაახურეთ ვაფლის საცხობი. ქაღალდით მოუსვით ზედაპირზე ცოტა ზეთი და საცხობის ცენტრში დაასხით დაახლოებით 5 ს.კ. ცომი 16 სმ დიამეტრის საცხობზე, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ დაახლოებით 3-4 წუთის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც დაახურავთ თავსახურს, არ აწიოთ იგი მინიმუმ 2 წუთის განმავლობაში, თორემ გამოუცხობი ცომი მიეკრობა ორივე მხარეს. ვაფლის საცხობზე არის შუქის ინდიკატორი, როდესაც ჩაქრება, ვაფლი მზად არის, თუმცა გირჩევთ უფრო ხანგრძლივად გააჩეროთ, რადგან ცომში არ არის ის ინგრედიენტები (მაგ. კვერცხი, კარაქი) რაც მალე იბრაწება ცხობის დროს, შესაბამისად ცხობისთვის მეტი დრო დაგჭირდებათ. გამომცხვარ ვაფლს მოაყარეთ ვანილიანი შაქრის პუდრა.

სამარხვო ვაფლი 2.00/5 (40.00%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

madelinebi მადელინები ( ვიდეო)

ჭარხლის ფხალი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 კგ ჭარხლის ფოთოლი
  • 200 გრ ნიგოზი
  • 1 ჩ.კ ხმელი ქინძი
  • 2 კონა ქინძი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1 ჩ.კ ძმარი
  • წითელი წიწაკა,მარილი

მომზადება:

ჭარხლის ფოთოლი ჩაყარეთ მდუღარე წყალში და გათუთქეთ ( ჭარხლის ფოთოლი არ უნდა ჩაიხარშოს), გააცივეთ,გაწურთ. ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ჭარხლის ფოთოლი,ნიგოზი , მწვანილი,ნიორი.დაამატეთ ძმარი,ხმელი ქინძი, წიწაკა,მარილი და აურიეთ.

ჭარხლის ფხალი 5.00/5 (100.00%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

charxali yvelit ჭარხალი ყველით

ვაშლის ღვეზელი ( სამარხვო)

$
0
0

მომზადება:

აიღეთ 50 გ არაყი,დაუმატეთ 1ჩ.ჭ შაქარი, 1.5 ჩ.ჭ ზეთი. ყველა ერთად უნდა იყოს 2ჩ.ჭ. ჩაყარეთ ფქვილი და აზილეთ. გააკეთეთ ცომი, მერე გაყავით ორ ნაწილად, გაათხელეთ დანის ყუის სისქეზე ერთი ნაწილი და დააფინეთ ფორმის ძირში, ზედ მოაყარეთ 5 გახეხილი ვაშლი, რომელშიც ქიშმიში იქნება არეული, დაუმატეთ ნახევარი ჩაის ჭიქა შაქარი, ალუბლის მურაბა. ამას გადააფარეთ თავზე მეორე ფენა, გვერდები ამოუკეცეთ, თავზე მოაყარეთ ორცხობილას ფხვნილი, გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 30-35 წთ.

ვაშლის ღვეზელი ( სამარხვო) 5.00/5 (100.00%) 1 vote



სამარხვო კატლეტები

$
0
0

გთავაზობთ სამარხვო კატლეტის რეცეპტს ბრინჯით და სტაფილოთი. მისი მომზადება საკმაოდ მარტივია!

შემადგენლობა:

  • 2 ჩ.ჭ ბრინჯი
  • 2-3 ც  სტაფილო
  • 2 თავი ხახვი
  • 1 კონა ნიახური
  • საფანელი
  • მარილი,პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

ბრინჯი მოვხარშოთ დაბალ ცეცხლზე, გადავწუროთ და დავუმატოთ  ხორცსაკეპ მანქანაში

გატარებული სტაფილო,ხახვი,ნიახური, ბოლოს მოვაყაროთ მარილი,პილპილი და კარგად

ავურიოთ. მიღებული მასისგან გავაკეთოთ პატარ-პატარა გუნდები, ამოვავლოთ საფანელში,

მივცეთ კატლეტის ფორმა და შევწვათ შეთში ორივე მხრიდან.

 

სამარხვო კატლეტები 2.00/5 (40.00%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

nectarine-jam-11 ვაშლატამას მურაბა

ბანანის კარაქი

$
0
0

იმისათვის,რომ დღე კარგად დაიწყოთ აუცილებელია გემრიელი საუზმე, ამასთვის კი 

ბანანის კარაქი ნამდვილად კარგია!

შემადგენლობა:

  •  4 ც ბანანი
  • 3 ს.კ თაფლი
  • მარილი-მწიკვი
  • დარიჩინი-მწიკვი

მომზადება:

ბანანი გავფცქვნათ, დავჭრათ და სხვა ინგრედინეტებთან ერთად მოვათავსოთ ბლენდერში

და კარგა ავთქვიფოთ. ცოტახანი გააჩერეთ მაცივარში.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

kruasanis pudingi კრუასანის პუდინგი ( ვიდეო)

კომბოსტოს სალათა

$
0
0

ეს სალათა მარტივად მოსამზადებელია და თან ძალიან სასარგებლოა!

შემადგენლობა:

  •  ნახევარი თავი კომბოსტო
  • 4 ც გახეხილი სტაფილო
  • 1 კონა ოხრახუში,კამა
  • 50 მლ ზეთი
  • მარილი,პილპილი

მომზადება:

წვრილად დაჭრილ კომბოსტოს  მოაყარეთ მარილი. მოათავსეთ მოზრდილ ჭურჭელში, მოაყარეთ გახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კამა,პილპილი,მოასხით ზეთი და კარგად აურიეთ.

კომბოსტოს სალათა 5.00/5 (100.00%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

makaronis salati მაკარონის სალათი

ბროკოლის წვნიანი

$
0
0

ბროკოლის წვნიანი ძალიან გემრიელია.ეს წვნიანი სამარხვოა ,ამიტომ შეგიძლიათ მარხვის დღეებშიც გააკეთოთ.

შემადგენლობა:

  • 50 გრ ბროკოლი
  • 1 ც კარტოფილი
  • 1 ც სტაფილო
  • 1-2 თავი ხახვი
  • 1 ც პამიდორი
  • 1 ც დაფნის ფოთოლი

მომზადება:

დავჭრათ ხახვი წვრილად და მოვშუშოთ ზეთიან ტაფაზე. ბოსტნეული გავასუფთაოთ და დავჭრათ, კარტოფილი და სტაფილო მოვათავსოთ მდუღარე წყალში 5-7 წუთით.
შემდეგ ვუმატებთ მოთუშულ ხახვს და ბროკოლის. ვხარშავთ დაახლოებით 10-15 წუთი. ბოლოს ვუმატებთ გახეხილ ან დაჭრილ პომიდორს, დაფნის ფოთოლს და მარილს გემოვნებით.

სუპ-კრემის მისაღებად ათქვიფეთ ეს ყველაფერი ბლენდერში ერთად და დაუმატეთ ნაღები ან არაჟანი. მიირთვით გემრიელად.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

kartofilis salataa კარტოფილის სალათა
Viewing all 1894 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>